fbpx

ბუკა გალოგრეს გამოფენა – The anatomy of painting


გააზიარე სტატია

ბუკა გალოგრეს შემოქმედება და მხატვრული პრაქტიკა XXI საუკუნის 10-იანი წლებიდან ვითარდება. უახლესი ეპოქის ხედვა შეზრდილია მხატვრის გამომსახველობასთან, მის ექსპერიმენტებთან და კონცეპტუალურ ძიებებთან. ეს მიდგომა, ერთგვარი მეტა ენაა, რომელიც გამომსახველობით ძიებასთან ერთად ხელოვანის არგუმენტირებულ ფილოსოფიურ-თეორიულ გააზრებას ეფუძნება.

ბუკა გალოგრეს სოლო გამოფენა ხელოვანის ბოლო პერიოდის ფერწერულ სერიას წარმოადგენს. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ბუნებისა და ადამიანის ურთიერთკავშირს მგრნობიარე, სენსიტიური და ფემინური პოზიციიდან წარმოაჩენს. ხელშეუხებელი ზედაპირების სიმქრალეში სიცოცხლის ვნება ცვალებად პროცესშია ფიქსირებული და ამავე ფორმით აღბეჭდილი ბუკა გალოგრეს ფერწერულ ტილოებზე.

ბუკას მხატვრული სერიაში არაექსპრომტად დაკვირვების ობიექტად არის ქცეული ყვავილი – ესთეტიკის, მშვენების და მრავალმხრივი შეგრძნების გამომსახველი სიმბოლო. ხელოვანის შემოქმედებისთვის სახასიათო ფერადოვნება გამოფენაზე წარმოდგენილ სერიაში ერთგვარი გამათავისუფლებელი ძალით „ასხივებს“ და გრძნობისმიერი, ფაქტურული მონასმებით ფერწერის მატერიალიზებულ, სხეულებრივ გააზრებას გვთავაზობს.

დეტალური აღწერისთვის იხილეთ ღონისძიების ბმული. 

გამოფენის ორგანიზატორი: ხელოვნების საკონსულტაციო კომპანია Reach Art Visual.
23 ოქტომბერს გამოფენის დახურვაზე Rooms Hotel Tbilisi-ში გაიმართება ხელოვანთან დისკუსია, დასაწყისი 17:00. დეტალებისთვის იხილეთ ბმული

ᲒᲐᲛᲝᲤᲔᲜᲘᲡ ᲒᲐᲮᲡᲜᲐ 22 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 16:00-21:00
ᲛᲘᲡ: ROOMS HOTEL TBILISI, ᲑᲔᲚᲘᲜᲡᲙᲘᲡ Ქ. #5


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.