გვანცა ჯიშკარიანის სოლო გამოფენა ‘𝓘 𝓗𝓪𝓽𝓮 𝓟𝓸𝓮𝓽𝓻𝔂, 𝓸𝓻 𝓗𝓸𝔀 𝓣𝓸 𝓑𝓮 𝓗𝓪𝓹𝓹𝔂’ The Why Not Gallery-ში
გააზიარე სტატია
The Why Not Gallery წარმოგიდგენთ ხელოვან გვანცა ჯიშკარიანის სოლო გამოფენას სახელწოდებით ‘𝓘 𝓗𝓪𝓽𝓮 𝓟𝓸𝓮𝓽𝓻𝔂, 𝓸𝓻 𝓗𝓸𝔀 𝓣𝓸 𝓑𝓮 𝓗𝓪𝓹𝓹𝔂’.
წარმოდგენილი გამოფენა ხელოვანისთვის დამახასიათებელი ინტენსივობით ტოტალურ ინსტალაციად გადაიქცევა, სადაც დამთვალიერებელი ინფორმაციული ნაკადებისა და ვიზუალური სტიმულაციის მორევებში იკარგება.
ხელოვანის მთავარი შთაგონების წყარო მისი უშუალო გარემოა, ის სოციო-პოლიტიკური ვითარება, რაც დღევანდელობას აფორმირებს – დატვირთული, ხელით შეკოწიწებული, ქაოტური, დროდადრო ტოქსიკური, არათანაბარი, მოუწესრიგებელი, ყოვლისმომცველი ცუნამი, რომელშიც ინდივიდი სულის მოთქმას უშედეგოდ ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დიქოტომია კოლექტიურსა და ინდივიდუალურს შორის, ნორმირებულსა და არასტანდარტულს შორის, ხელოვანისთვის მუდმივი კვლევისა და ინსპირაციის საგანია, არასოდეს აქამდე ასეთი სიმძაფრით არ ყოფილა ილუსტრირებული.
ქაოსს, რომელსაც ხელოვანი საგამოფენო სივრცეში აწყობს იგი უპირისპირებს მეტად ნაზ, ესთეტიურ და სენსიტიური მგრძნობელობით გაჯერებულ ნამუშევრებს. ულამაზესი გიგანტური მოზაიკის ყვავილები ამოიზრდება მაკულატურად ქცეული ახალი ამბების ქრონიკიდან, მარადიული, სულისშემძვრელი პეიზაჟები თავშესაფარს გვთავაზობს; თამამი, მარტივი მონასმით დახატული ფერწერული ტილოები სხვა რეალობას გვპირდება.
წარმოდგენილი გამოფენა ხელოვანის ერთგვარი გავარჯიშებაა ესკაპიზმში – ხელოვანისთვის დამახასიათებელი იუმორით გაჯერებული პოზიცია – ერთგვარი გზამკვლევი გადარჩენისთვის.
‘And I do hate poetry but hey, what is the world without it?
Gothic poetry.
Post-poetry poetry
New era poetry,
Heavy metal opera poetry.
Streets poetry
Pathetic poetry
Wanna be poetry
Lies poetry
Politics poetry
Trash poetry
Poetry is the strawberry house, is the tv always on, is the swamp waters with pretty fountains, flowers as stones and cats as flowers.
Have been
Have seen
Have experienced
Have heard
Have sung
Have never written’
Gothic poetry.
Post-poetry poetry
New era poetry,
Heavy metal opera poetry.
Streets poetry
Pathetic poetry
Wanna be poetry
Lies poetry
Politics poetry
Trash poetry
Poetry is the strawberry house, is the tv always on, is the swamp waters with pretty fountains, flowers as stones and cats as flowers.
Have been
Have seen
Have experienced
Have heard
Have sung
Have never written’
საუნდი კომპოზირებულია და არანჟირებულია Aghnie-ს მიერ















