ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ფესტივალი დასრულდა
ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ფესტივალი დასრულდა.
ფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა კინოთეატრ “საქართველოში” და ჟიურიმ გამარჯვებულების ვინაობა გამოავლინა. წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, ფესტივალის მთავარ ჯილდოს – “ოქროს დინოზავრი” წარმოადგენდა. გამარჯვებულებს კი, ამავდროულად, კომპანია “სარაჯიშვილისგან” გადაეცათ პრიზები.
ფესტივალის მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში – ფესტივალის მთავარი პრიზი – „ოქროს დინოზავრი” საუკეთესო ფილმისთვის გადაეცა ფილმს – “გაუგონარი ამბები”, რეჟისორი – რამაზან ქილიჩი; ქვეყანა – თურქეთი;
“ოქროს დინოზავრი“ საუკეთესო რეჟისურაში გადაეცა გიორგი თავართქილაძეს ფილმისთვის – “ამაღლება”. ქვეყანა – საქართველო.
“ოქროს დინოზავრი” საუკეთესო ოპერატურისთვის გადაეცა ჰარშვირ ობერაის ფილმისთვის – “ღამის ბურგერი”; ქვეყანა – აშშ.
სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა რიმანტას ოიჩენკოს ფილმმა “მოგზაურობა”, ქვეყანა – ლიეტუვა.
ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ (ჟიურის თავმჯდომარე – ქეთევან ჯაფარიძე, დიანა მაღლაკელიძე, ბექა მაისურაძე) მიხეილ კობახიძის სახელობის ჯილდო – “თეთრი ქოლგა” გადასცა ტან ჩე დინის ფილმს – “ხაზზე დარჩით”, მალაიზია.
სტუდენტური ჟიური – მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი და კინომცოდნე ელეონორა გოგოლაშვილი, სტუდენტები: ბაია ჯოხაძე, გიორგი გოგოლაძე, ვიკა მინაშვილი, ლიზი ქავზინაძე.