თავის მოვლის შეთავაზებები თიბისი კონცეპტისგან
21-ე საუკუნის დაჩქარებული ტემპის ფონზე, საკუთარ თავზე ზრუნვა ალტერნატიული, ჯანსაღი მსოფლიოს მთავარ ჰიტად იქცა. იმისათვის, რომ საკუთარ თავს მეტი ჯანსაღი, ლამაზი და ნათელი დღე აჩუქოთ, თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური ფასდაკლებით თავის მოვლის, ჯანმრთელობისა და სილამაზის ბრენდებზე, თბილისსა და ბათუმში.
Oktopus არის მეტი, ვიდრე სავარჯიშო დარბაზი. ფიტნესი აქ თავად ცხოვრების სტილს წარმოადგენს. აქ შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც ჯგუფური ვარჯიშები, ასევე თქვენს ინტერესებსა და მიზნებზე მორგებული ინდივიდუალური ვარჯიშები პერსონალურ ტრენერთან ერთად. ხოლო შესაბამის ფილიალებში შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი მომსახურებები, როგორიცაა კვლევა InBody-ს აპარატით ან მშრალი საუნა.
თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 10%-იანი ფასდაკლებით სამთვიან აბონემენტზე.
NUAGE Clinique – თანამედროვე მეთოდოლოგიითა და ტექნოლოგიით აღჭურვილი ესთეტიკური მედიცინის ცენტრია, რომელიც დაკომპლექტებულია წამყვანი სპეციალისტებით, კლინიკა, სადაც თქვენს სილამაზეზე ზრუნვა აყვანილია მეცნიერების დონეზე. თქვენ კი შესაძლებლობა გეძლევათ, ისარგებლოთ 10%-იანი ფასდაკლებით ესთეტიკური მედიცინის ცენტრში – “ნუაჟი”.
KEUNE Haircosmetics წარმოადგენს თმის მოვლის საშუალებების ჰოლანდიურ ბრენდს 95-წლიანი გამოცდილებით, რომელიც დაარსდა 1922 წელს ამსტერდამში, ქიმიკოს ჟან კეონის მიერ. ეს გახლავთ საოჯახო ბიზნესი, რომელიც უდიდეს ყურადღებას აქცევს წარმოებული პროდუქციის ხარისხს, უსაფრთხოებას და კომპანიის რეპუტაციას. ბრენდის მიზანია აწარმოოს უსაფრთხო პროდუქცია მომხმარებლისა და გარემოსათვის, რასაც ადასტურებს მინიჭებული ECO ბრენდის წოდება.
KEUNE Haircosmetics-ის პროდუქცია მზადდება მხოლოდ ჰოლანდიაში მდებარე ულტრათანამედროვე ქარხანაში. თითოეული პროდუქტი მოწმდება მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში, შემდეგ კი მისი ტესტირება ხდება აკადემიაში, პროფესიონალი სპეციალისტების მიერ.
თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ისარგებლოთ 10%-იანი ფასდაკლებით სილამაზის სალონ Keune-ის ყველა პროდუქტზე.
სასტუმრო “ბილტმორის” სპა კი განსაკუთრებულ ან სრულიად უბრალო დღეებს აქცევს განტვირთვისა და რელაქსაციის დღესასწაულად. ხოლო თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში თქვენ მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას სასტუმრო “ბილტმორ – თბილისის” სპა ცენტრის ერთთვიან ულიმიტო აბონემენტზე.
თუკი თქვენი დამღლელი გრაფიკისგან რელაქსაციურ ნეტარებაში გადაშვება გსურთ, თიბისის კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში შეგიძლიათ ისარგებლოთ სასტუმრო “მერიოტის” სპაში 20%-იანი ფასდაკლებით.
ესთეტიკური მედიცინის კლინიკა “ველქინი” თქვენს საჭიროებებზეა მორგებული. WELKIN-ში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი სახის ხარისხიანი პროცედურა და ამავდროულად, შესაძლებლობა გეძლევათ, ისარგებლოთ 30%-მდე ფასდაკლებით თქვენთვის სასურველ ნებისმიერ პროცედურაზე.
Dessange სილამაზის სალონების და საპარიკმახერო ხელოვნების აბსოლუტურ ლიდერს წარმოადგენს პრემიუმ კლასში. Dessange-ის შეჭრა, ვარცხნილობა გამორჩეულია თავისი ინდივიდუალურობით და ყოველთვის აქტუალურობის მწვერვალზეა. 1954 წლიდან Dessange კანის საერთაშორისო ფესტივალის ერთადერთი ოფიციალური პარტნიორია. Dessange-ის საუკეთესო ბრენდები, სილამაზის პროფესიონალი ექსპერტები და საუცხოო სერვისი – სწორედ ეს ყველაფერი გამოარჩევს მათ ქართულ ბაზარზე.
ასე რომ, თუ ხარისხი თქვენთვის უპირატესია, ისარგებლეთ 10%-იანი ფასდაკლებით “დესანჟის” ვაკის ფილიალში.
„ენ სემონინ სპა“ არის ნამდვილი ოაზისი განტვირთვისა და გაჯანსაღებისთვის. აქ თქვენ საშუალება გაქვთ, საუცხოო ხედების ფონზე, კომფორტულ, სასიამოვნო გარემოში აღიდგინოთ სხეულისა და გონების სიმშვიდე. ისარგებლეთ 25%-იანი ფასდაკლებით ნებისმიერ სპა პროცედურაზე “რადისონ ბლუ ივერიას” თბილისის სპა ცენტრში – “ეს სემონინ სპა”.
ისარგებლეთ სპეციალური ფასდაკლებით ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტის შეძენისას, “რადისონ ბლუ ბათუმის” სპაში – “ენ სემონინ”.
ამიტომაც, თუ თქვენთვის საკუთარ თავზე ზრუნვა პრიორიტეტს წარმოადგენს, – ამ და სხვა შეთავაზებების უფრო დეტალურად გაცნობისათვის ეწვიეთ თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ბმულს – ჯანმრთელობა და სილამაზე – TBC Bank