fbpx

ცნობილი ფრანგული ნიშური ბრენდის,  Juliette has a gun-ის  პრეზენტაცია


გააზიარე სტატია

ცნობილი ფრანგული ნიშური ბრენდის,  Juliette has a gun-ის  პრეზენტაცია 19 ოქტომბერს სასტუმრო Radisson RED-ში გაიმართა.

ნინა რიჩის შვილიშვილის, რომანო რიჩის  სუნამოს საქართველოში Estel Holding წარმოგიდგენთ, რომელიც საკუთარ პორტფოლიოში ათეულობით ექსკლუზიურ ბრენდს აერთიანებს.

ფრანგული ბრენდის,  Juliette Has a Gun-ის კოლექცია იქმნება მათთვის, ვინც კარგად იცის, რომ საფირმო სურნელი ბევრად მეტია, ვიდრე „კარგი არომატი“. ეს არის სურნელოვანი გამოხატულება იმისა, თუ ვინ ხარ შენ?!

რომანო რიჩის სუნამოს გმირი შექსპირის თანამედროვე ჯულიეტაა, რომლის მთავარი იარაღიც მისი მაცდური სურნელია. რომანო რიჩის მიზანი სუნამოსთვის მისი პირვანდელი დანიშნულების, სტილისა და ორიგინალურობის დაბრუნებაა. უკვე თხუთმეტი წელია, რაც რომანომ  ნიშური პარფიუმერიის ინდუსტრიაში საავტორო ბრენდით,  Juliette Has a Gun-ით შეაბიჯა.

19 ოქტომბერს  წვეულებას ცნობილი სახეები, ინფლუენსერები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამოს წამყვანი მანიკა ასათიანი გახლდათ, რომელიც დამსწრე საზოგადოებას ფრანგული ნიშური ბრენდისა და მისი ოფიციალური წარმომადგენლის, Estel Georgia-ს შესახებ ესაუბრა.  ანა ლოლაძის გუნდმა რამდენიმე საცეკვაო ნომერი წარადგინა, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე DJ ანნა სუიმ იზრუნა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.