fbpx

კონცერტები ორი როიალისა და ორკესტრისთვის


გააზიარე სტატია

6 ნოემბერს, თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში „კონცერტები ორი როიალისა და ორკესტრისთვის“  დათუნა ალადაშვილისა და მარიანა აჩბას მონაწილეობით გაიმართება. არტისტები გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან და სპეციალურად მოწვეულ სტუმართან, ლუი შვეცბეგელ ვანგთან ერთად, მოცარტისა და პულენკის ნაწარმოებებს შეასრულებენ.

 

დათუნა ალადაშვილი: პიანისტი:  გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი 2019 წელს,ეროვნული სასახლის ბაზაზე დაფუძნდა.ორკესტრის იდეა  ახალგაზრდა დირიჟორს მირიან ხუხუნაიშვილსა და მუსიკოსს მიხეილ მდინარაძეს ეკუთვნის,რომელიც მათ ეროვნული სასახლის ხელმძღვანელ თიკა რუხაძის ხელშეწყობით დაარსეს.ჩვენ ხშირად ვმართავთ კოლაბორაციულ საღამოებს.ამ კონცერტისთვის  მაკედონიიდან  ევროპაში ძალიან წარმატებული დირიჟორი, დიანა იმერი ილკოსკა მოვიწვიეთ. სწორედ ის უდირიჟორებს თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრს.

თბილისის კამერული  მუსიკის ფესტივალს, მანანა ახმეტელის ინიციატივითა და ჩემი მხარდაჭერით,  ასევე ესტუმრება პიანისტი და დირიჟორი, ლუი შვეცბეგელ ვანგი, რომელიც  მაყურებლის წინაშე წარდგება, როგორც პიანისტი. 5 ნოემბერს  საქართველოში მისი პირველი კონცერტი ჩატარდება. კონცერტზე შუმანის საფორტეპიანო კვინტეტი სულხან ცინცაძის სახელობის სახელმწიფო კვარტეტთან ერთად შესრულდება.  6 ნოემბრის მთავარ კონცერტზე კი  მე და ლუი შვეცბეგელ ვანგი  ფრანსის პულენკის ორმაგ საფორტეპიანო კონცერტს შევასრულებთ. პულენკის ორმაგი კონცერტი ძალიან იშვიათად სრულდება და ეს არის ერთ-ერთი  ყველაზე რთული და საინტერესო ნაწარმოები. ასევე განსაკუთრებულია ისიც, რომ ამ კონცერტში მონაწილეობას მიიღებს მარიანა აჩბა,  რომელიც გამორჩეული ნიჭითა და ტალანტითაა დაჯილდოებული. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მარიანა ფორტეპიანოს ისევ დაუბრუნდა, სწავლობს თბილისის კონსერვატორიაში და შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო ფორმაშია. მარიანა აჩბასთან ერთად  მოცარტის ორმაგ საფორტეპიანო კონცერტს შევასრულებ”.

მუსიკის მოყვარულებისთვის 6 ნოემბრის კონცერტი ძალზე მნიშვნელოვანია.  თბილისის კონსერვატორიის სცენაზე მაყურებლის წინაშე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული არტისტები, ქართველ შემსრულებლებთან ერთად, მუსიკალურ სივრცეში ჯადოსნურად გვამოგზაურებენ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე. თიბისი კონცეპტის Visa ბარათით გადახდისას შეგიძლიათ ისარგებლოთ 15%-იანი ფასდაკლებით.

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.