fbpx

გაიცანით გარი ჯონსი – ბათუმელი “ჯონსონა”


გააზიარე სტატია

ეს კაცი ამბობს რომ ინგლისელი ლორდია. გარი ჯონსი, ბათუმელები კი მას სიყვარულით ჯონსონას ეძახიან.

ქალაქის ქუჩებში იშვიათად ჩნდება, თუმცა მისი ყოველი გამოსვლა გამვლელებზე დიდ ეფექტს ახდენს. კონტაქტი დიდად არ ხიბლავს, თუმცა ფოტოების გადაღებაზე უარს არავის ეუბნება. იცის რომ განსაკუთრებული გემოვნება აქვს და მის ხელში, ხოფის ბაზრობაზე ნაყიდი ჩვეულებროვი ნივთები,არაჩვეულებრივ კოსტუმად იქცევა.

ფირომანის ქუჩის დასაწყისში ბრიტანული ოკუპაციის დროს აგებული სამხედრო ყაზარმის სხვენზე გარი ჯონსის არაერთი საინტერესო ნივთი ინახება. იქ ცხოვრობს, იქვე ქმნის ინგლისის თემატიკით ინსპირირებულ აქსესუარებს და მისი ყოველი გამოჩენით ბათუმს განდაკუთრებულ ხიბლს სძენს.

წყარო: აჭარის ტელევიზია


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.