fbpx

გაიცანით TVIT – განმავითარებელი სათამაშოების ახალი, ქართული ბრენდი


გააზიარე სტატია

გაიცანით თვითი, რომელიც აწარმოებს განმავითარებელ ავეჯსა და სათამაშოებს ბავშვებისთვის და არა მხოლოდ ბავშვებისთვის.

პროდუქციაში ყურადღება გამახვილებულია მიზანმიმართულად ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, პროდუქციის დიზაინის შექმნის პროცესში ჩართულნი არიან ბავშვის განვითარებაზე მომუშავე სპეციალისტები (ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ბავშვის განვითარებაზე მომუშავე სპეციალისტები), შესაბამისად მშობელს შეუძლია 0-7 წლამდე ასაკის ბავშვისთვის შეიძინოს არა უბრალოდ გასართობი სათამაშო, არამედ ინვენტარი რომელიც ბავშვის ფიზიკურ განვითარებას, ბალანსის, კოორდინაციასა და მოტორული დაგეგმვის განვითარებას უწყობს ხელს.

TVIT-განვითარება უწყვეტი პროცესია და ნებისმიერ ასაკშია საჭირო. ბევრმა დაივიწყა რომ ოდესღაც TVIT-ონაც ბავშვები იყვნენ, და შეუძლიათ იმაზე მეტი დაინახონ, იმაზე შორს გაფრინდნენ, ვიდრე ეს TVIT-მფრინავს შეუძლია. მთავარია ბავშვობაში არ დაეკარგათ ფანტაზიის უნარი ან უბრალოდ დავიწყებას არ მისცემოდა უფრო ‘სერიოზული“ საქმეების გამო, მაგრამ თუ მოვინდომებთ და საკუთარ თავებს ღრმად ჩავეძიებით მივხვდებით რომ ბავშვობის მოგონებები და გამოცდილებები არსად გამქრალა.

TVIT-შეცნობა სწორი აქტივობებით მიიღწევა, ბავშვობაში მნიშვნელოვანია, შეცდომების დაშვება, სხვადასხვა იდეების განხორციელება, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა. TVIT-გამოხატვისა და ურთიერთობის საშუალება თამაშია, ბავშვისთვის სამყაროს შემეცნების, ბუნებრიობის, უსაფრთხოების, კმაყოფილებისა და სიამოვნების შეგრძნების უშრეტი წყარო. ბავშვობაში აქტიურად ვსწავლობთ კეთებით, ვსწავლობთ გარემოს აღმოჩენით, პროცესში აქტიურად ჩართვით, მუდმივი ცდისა და ექსპერიმენტების გზით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.