fbpx

თიბისი კონცეპტის და „მოგზაურის“ კიდევ ერთი თავგადასავლი: ლიტერატურულ ისტორიული ექსკურსი „ცისფერყანწელების“ ქუთაისში


გააზიარე სტატია

25-26 ნოემბერს თიბისი კონცეპტი და „მოგზაური“ მეოთხე თავგადასავალს, ქუთაისში ორდღიან ტურს გთავაზობთ. ლიტერატურულ-ისტორიულ ექსკურსს ცისფერყანწელების ეპოქაში ისტორიკოსი და ლიტერატურათმცოდნე ლაშა ბაქრაძე და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი გაუძღვებიან. თავგადასავალი დროში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ და სრულიად განსხვავებულად წარმოგიდგენთ, თუ რამდენად განსაკუთრებული და თავისებურია XX საუკუნის ცისფერყანწელთა ქუთაისი.

ისტორიული ადგილების, განვითარებული მოვლენების, სახლებისა და ქალაქის სიმბოლოდ ქცეული ადამიანების მიღმა უდიდესი თავგადასავლები იმალება, რომელთა აღმოჩენის შედეგადაც შევძლებთ, კრიტიკულად დავინახოთ ეპოქა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდს ეხება. 

ვინ არიან ცისფერყანწელები და როგორია მათი ქუთაისი?

1915 წელს ქუთაისში დაარსებული პოეტური გაერთიანება პროზაიკოსებსა და პოეტებს აერთიანებდა. მათ ქართულ ლიტერატურაში ევროპული სტილის დანერგვა სურდათ. ეს იყო პოეტური ექსპერიმენტების, სიახლისა და ლიტერატურის გადასხვაფერების პერიოდი. გაერთიანების სახელი პირველი ბეჭდური ორგანოდან მოდის, – „ცისფერი ყანწები“. სახელწოდებას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, ცისფერი – პოეზიის, ხოლო ყანწი კი ბოჰემური ცხოვრებისა და ქართული ხასიათის სიმბოლო იყო.

ცისფერყანწელთა გაერთიანების წევრები იყვნენ: ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, გრიგოლ რობაქიძე, კოლაუ ნადირაძე, ნიკოლო მიწიშვილი, რაჟდენ გვეტაძე, გიორგი ლეონიძე, შალვა კარმელი და სხვები… 1918 წელს ცისფერყანწელები ქუთაისიდან თბილისში გადავიდნენ, რამაც თბილისი პოეზიის დედაქალაქად აქცია, ამ პროცესს კი აკა მორჩილაძე ასე აღწერს: “1918 წლის ზამთარში, სულ რამდენიმე დღეში, ქუთაისი დაიცალა. ყველამ, ვინც ქუთაისის სახეს ქმნიდა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ თბილისში წამოსულიყო.”

პროექტის იდეისა და მასში მონაწილეობის მნიშვნელობაზე „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარ ირაკლი ხვადაგიანსაც ვკითხეთ:

„მე-20 საუკუნის დასაწყისის ქუთაისის საქალაქო, სოციალური და კულტურული ცხოვრების გავლენა საერთო-ეროვნულ პროცესებზე ძალზე მკაფიო და სახასიათო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს არ გაუმართლა და განახლებული ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი ვერ გახდა, საგანმანათლებლო, პოლიტიკური და სახელოვნებო ცხოვრება ქალაქში დუღდა და ფეხ და ფეხ მისდევდა ევროპულ ტენდენციებს. ეს ისტორიული მემკვიდრეობა, საბჭოთა რუსული ტოტალიტარული ცენზურისა და ისტორიოგრაფიის მიერ დიდი ხნის განმავლობაში განდევნილი იყო საერთო მეხსიერებიდან. დღეს ქუთაისის ისტორიული უბნები, რომლებმაც ჯერ კიდევ შეინარჩუნეს აუთენტური, ბუნებრივი სახე, ამ კვალს ინახავენ და დაინტერესებულ ადამიანებს ელიან ამ ისტორიის გასაცოცხლებლად და მემკვიდრეობის გასაგრძელებლად.“

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს ქუთაისის ტურზე სპეციალური შეთავაზება გელოდებათ:

ტურის ფასი 1 ადამიანზე თიბისი კონცეპტის 20%-იანი ფასდაკლებით 1200 ლარს შეადგენს (ორადგილიან ნომერში);

ინდივიდუალური განთავსების შემთხვევაში კი თიბისი, კონცეპტის 20%-იანი ფასდაკლებით, საფასური შეადგენს 1380 ლარს (ერთადგილიან ნომერში).

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 00

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ “მოგზაურის” გუნდს: 599 380 817; 599 908 906

გაითვალისწინეთ, რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი

დაუვიწყარი, ქალაქის ჭორებითა და ქუთაისის კოლორიტებით სავსე, ფერადი  თავგადასავალი თქვენ წინაშეა. არ გამოტოვოთ თიბისი კონცეპტთან ერთად მოგზაურობა და მოიწყვეთ საინტერესო, დაუვიწყარი დღეები  – დროში მოგზაურობით აღმოაჩინეთ საოცარი ახალი სამყარო. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.