fbpx

H&M x Rabanne-ის ქართული კამპანია


გააზიარე სტატია

 

ვისაც მუდმივი სიახლეები და ექსპერიმენტები იზიდავთ, ყველასათვის საყვარელი და ბიუჯეტური ბრენდი  H&M ახალ, კოლაბორაციულ პროექტს გვთავაზობს RABANNE-სთან ერთად, რომელიც 2023 წლამდე Paco Rabanne-ს სახელით იყო ცნობილი. 21-ე საუკუნის სწრაფ ტემპთან მიმართებაში, სწრაფი და მაღალი მოდის სინთეზი, მუდმივი სიახლეებისა და ცვლილებების განუწყვეტელ პროცესში, მოდის გლობალური განვითარებისთვის, აუცილებელ წინაპირობად იქცა. 

კოლექციის ექსკლუზიური პრეზენტაცია ბელგრადში, სერბეთში გაიმართა, რომელსაც მოდის და სოციალური მედიის უამრავი პოპულარული ფიგურა ესწრებოდა.  ადგილობრივ და საერთაშორისო სტუმრებს შორის იყვნენ ქართველი ცნობილი სახეები – სალომე ღვინიაშვილი, მარიამ სანოგო და ნინუცა ორჯონიკიძე.  Მათ სწორედ Rabanne-სა და H&M-ის ქართულ კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა. Rabbane-ს მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელის, ჟულიენ დოსენას შთაგონების შესაბამისად, ღონისძიება ვერცხლისფერ და ოქროსფერ ფერებში იყო გადაწყვეტილი. 

Rabanne-ს მოდის სახლი 60-იანი წლებიდან, მაღალი მოდის მოყვარულებს, მოდის აბსოლუტურად ინოვაციურ ხედვას სთავაზობს. Მას შემდეგ რაც დიზაინერი საყურეებისთვის მატერიალს ცვლის და მას თერმოპლასტიკით ანაცვლებს, იგი უარს ამბობს სხვადასხვა ქსოვილების გამოყენებაზე ტანსაცმლის დიზაინში და იწყებს ისეთი თანამედროვე მატერიალების გამოყენებას, როგორიცაა პლასტიკი, ჯაჭვი, მეტალი და ა.შ. Რაბანი შეუვალი და უკომპრომისოა, მისი მუდმივი ძიების პროცესი საკუთარ სიტყვას ამკვიდრებს მოდის სამყაროში. Ამიერიდან, ის განსაზღვრავს დიზაინის შესაბამისობას-ეპოქასთან. Მის მიერ გამოყენებული მატერიალების სიყვარული რაბანის ახალ მეტსახელს- “მეტალურგს“ ანიჭებს. დღესდღეობით, ჟულიენ დოსენას (Julien Dossena) კრეატიული ხელმძღვანელობით, Rabanne კვლავ ინარჩუნებს ერთ-ერთი ყველაზე უნაკლო ფრანგული ბრენდის სტატუსს. 

სტილი კვლავ უცვლელია – ფუტურისტული რეტრო, Rabanne–ს საყვარელი ოქროსფერითა და ვერცხლისფერით, კოლექციას დასამახსოვრებელ, ძველ ელფერს ანიჭებს. მუდმივი ექსპერიმენტები განვითარების უწყვეტ პროცესს წარმოადგენს, ეს ცნება კი კარგად აქვს გათავისებული მოდის ორივე ბრენდს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.