საქართველო ინსაითი წარმოგიდგენთ ქართულ მონოპოლიას და მონოპოლიის საღამოებს
საქართველო ინსაითი, დამოუკიდებელი მედიაპლატფორმა, წარმოადგენს მისი დამფუძნებლის, ახალგაზრდა ფრანგი ბიზნესმენის და მარკეტინგის სტრატეგის, სონი ბრამის მიერ შექმნილ ლეგენდარულ სამაგიდო თამაშ მონოპოლიას საქართველოს თემაზე, საქართველოს ისტორიიდან, თანამედროვეობიდან, კულტურიდან და ტრადიციებიდან აღებული სიმბოლოებითა და ელემენტებით.
View this post on Instagram
- მონოპოლია: უფრო მეტი, ვიდრე თამაში. მონოპოლია – ცნობილი თამაშის დახვეწილ ვერსიას წარმოადგენს. საქართველო ინსაითის მიერ შექმნილი მონოპოლია გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე თამაში. ეს არის გამოცდილება, რომელიც საქართველოს არსს გადმოსცემს. თამაში ქართულ ტრადიციებში, ხელოვნებასა და ისტორიაში ღრმად ფესვგადგმულ უნიკალურ ელემენტებსა და კომპონენტებს აერთიანებს.
- მონოპოლია მთლიანად საქართველოშია შექმნილი.
- მონოპოლიის ეს ვერსია ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ღირსეულ ადგილს დაიკავებს სხვა მსგავსი გამოცემების გვერდით.
მონოპოლიის თანმდევ ღონისძიებად იგეგმება მონოპოლიის საღამოების – Les Soirées Monopolia-ს ჩატარება.
პირველი ასეთი საღამო 23 ნოემბერს, 19:00 საათზე სასტუმრო “სტამბის” დიდ დარბაზში გაიმართება და ის 70-მდე სტუმარს უმასპინძლებს. ეს იქნება სენსორული გამოცდილება და ემოციური საღამო, რომლის სტუმრებიც მონოპოლიის მდიდრულ ვერსიაში აღმოჩნდებიან, გამსჭვალულში ქართული გულითა და სულისკვეთებით და კულტურული პროგრამის თანხლებით. მონოპოლიის საღამოები გართობის ტრადიციულ ფორმებს აღემატება, ამასთან, ხაზს უსვამს საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას და მის თანამედროვე შემოქმედებას.