fbpx

ქორეოგრაფიული პერფორმანსი “ადგილი” – პრემიერა თეატრში ათონელზე


გააზიარე სტატია

„ადგილი“ არის პროექტი იძულებითი მიგრაციის  შესახებ, რომელშიც შემქმნელები  – ბელორუსი ქორეოგრაფები იყენებენ საკუთარ გამოცდილებას, როგორც მილიონობით მიგრანტის რეალობის ახლებურად დანახვისა და გაზიარების საშუალებას. მათი გამოცდილება ეყრდნობა ადამიანთა მიგრაციის ათასწლოვან  კულტურულ პრაქტიკას, დაწყებული ავსტრალიის ძირძველი მოსახლეობის სიმღერებითა და დამთავრებული უსასრულობით, რომელიც დგას ნეოლითური ვენერას უკან.

კომპოზიცია აგებულია სამკუთხედის პრინციპზე. ნაწარმოების სამი ნაწილი განასახიერებს სამ საფეხურს მსოფლიოს ზედაპირიდან ანთროპოლოგიურ სიღრმეებამდე: მიგრანტის შიდა სივრცე, საზოგადოების განცდა მკაცრი შეზღუდვების ფონზე და მარადიული მომთაბარეების გლობალური სამყარო, რომელიც მოკლებულია დახმარებას.

“ადგილი” არ არის მხოლოდ წარმოდგენა,  ეს არის მოგზაურობა, რომელიც ოსტატურად აერთიანებს სხვადასხვა მხატვრულ ელემენტს, მრავალგვარ  მიდგომებს, ქორეოგრაფიას და სხეული  ემოციურად  გადმოსცემს გრძნობებსა და შთაბეჭდილებას,  რასაც  სიტყვები ხშირად არ ჰყოფნის. აუდიოვიზუალური ელემენტები ავსებენ  მოძრაობებს და  იპყრობენ აუდიტორიის ყურადღებას. ამ ელემენტების ერთობლიობა გამოცდილებას უფრო მომხიბვლელსა და რეზონანსულს ხდის.

პროექტი დაიწყო  ცეკვის ლაბორატორიისა და პროფესიონალთა და მოყვარულთა პერფორმანსის ფორმატში (პრეზენტაცია გაიმართა თანამედროვე ცეკვის ფესტივალზე, თბილისში, 2022 წლის ნოემბერში).

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე. 

პრემიერა შედგება 18-19 ნოემბერს,  დასაწყისი: 20:00 საათი.

თეატრი ათონელზე, ათონელის ქ. 31, თბილისი, საქართველო

 

  • ავტორები/ქორეოგრაფები: ვალერია ხრიპაჩი & ტატიანა ანტონოვა
  • მენეჯერი: ოლგა ხვასევიჩი
  • მოცეკვავეები: კრისტინა ლედნევა, ოლექსი კოლბეი, ეგორ სავინი, ტატიანა ანტონოვა, ვალერია ხრიპაჩი 
  • კომპოზიტორები: რატი ბარამაძე
  • ჯოვანი კრისტინო (ბაკო) და ჯუზეპე პასკუჩი (მე-3 ნაწილი)
  • განათების დიზაინერი: ჯორჯ ზაბორსკი
  • კოსტიუმები: ანა გუმენვიკი, პოლინა კატინა
  • სცენოგრაფები: იულია ასტაპოვიჩი, ანასტასია კირეევა
  • ფოტოები: ანნა ჟუკი

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი EU4Culture-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გოეთეს ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (Institut Français de Géorgie).


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.