კომპანია „მუში“ – სოკოების ექსტრაქტები თქვენი ჯანმრთელობისთვის
დღევანდელ ქაოსურ სამყაროში ადამიანებს ცხოვრების დატვირთული რეჟიმი აქვთ. მუდმივად განიცდიან სტრესს და დაღლილობასაც უჩივიან, თუმცა ამის პარალელურად ალბათ თითოეული მათგანი იმაზე ფიქრობს, თუ როგორ უნდა გაიუმჯობესოს ჯანმრთელობა. ჯანსაღი ცხოვრება ყველასათვის მნიშვნელოვანია. ცხოვრების გასახანგრძლივებლად და გასახალისებლად სხვადასხვა გზებსა და ხერხებს მიმართავენ, ახლა კი სწორედ იმ საშუალებებზე მოგიყვებით, რომლებიც ამ მიზნის მიღწევაში აუცილებლად დაგეხმარებათ.
ლაიონ მეინი, ჩაგა და რეიში – ეს იმ ადაპტოგენური სოკოების ჩამონათვალია, რომლებიც ფინეთის მაღალმთიან ტყეებში მოიპოვება. ენერგიის მოსამატებლად, ნერვული სისტემის აღსადგენად, ანთების საწინააღმდეგოდ ან, უბრალოდ, განწყობის ასამაღლებლად სწორედ ამ ჯგუფის სოკოებს იყენებენ. მათი მეშვეობით ფიზიკური, ემოციური და მენტალური სტრესების მიმართ ორგანიზმის მდგრადობა იზრდება. ადაპტოგენურ სოკოებს საუკუნეების განმავლობაში ტრადიციულ მედიცინაში, განსაკუთრებით კი აზიაში იყენებდნენ, რადგან ის ყველაზე მარტივად და სწრაფად ეხმარება ორგანიზმს სტრესის ადაპტაციაში, ცხოვრებისეული ჰარმონიისა და ბალანსის შენარჩუნებაში.
ინტერესი და მოთხოვნა განსაკუთრებული თვისებების მქონე სოკოს ექსტრაქტების მიმართ დროდადრო იზრდება და მასშტაბური ხდება. სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც კომპანია „მუში“ ჩამოყალიბდა და უკვე სამი თვეა, რაც მომწოდებელ ბრიტანულ კომპანია „ეკოდროფთან“ თანამშრომლობს და კვლავ აქტიურად აგრძელებს მასთან წარმატებულ ურთიერთობას.
„მუშის“ პროდუქტების მიმართ სანდოობაც მაღალია, რადგან ისინი სრულიად დაცლილია ქიმიკატების, სულფატების, სინთეზური დანამატებისა და კონსერვანტებისგან და ყოველი ინგრედიენტი ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი და უსაფრთხოა. გარდა ამისა, სანდოობას ისიც იწვევს, რომ მომხმარებელმა ზუსტად იცის, თუ რა ეტაპებს გადის პროდუქტი, სანამ ის მის ხელში აღმოჩნდება. მწარმოებელი კომპანია „კაპაბიოტეკი“ გახლავთ. საბითუმო გაყიდვების მიმართულებით მისი განყოფილება კი „ნორდიკ მაშრუმია“. ხელით დაკრეფილ ბუნებრივ სოკოს კარგად დამუშავებული პროცესის მეშვეობით ექსტრაქტებად გარდაქმნიან, ხოლო ბოთლების ხარისხს, რომლებშიც ისინი ინახება, საფუძვლიანად ამოწმებენ.
სოკოს დანამატები ფუნქციურად და თვისობრივად ადამიანის სხეულსა და ორგანიზმზე სასარგებლოდ მოქმედებს, მაგალითად, ლაიონს მეინის სოკო ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს ებრძვის. ის საჭმლის მონელებისა და ნერვულ სისტემას აწესრიგებს. კვლევების მიხედვით, დაბერების საწინააღმდეგო და კიბოს პრევენციული თვისებების ნიშნებსაც ატარებს. სხეულის გაჯანსაღებასა და აქტიური, სრულყოფილი, ეგრეთ წოდებული „ველნესის“ ცხოვრების შექმნას უზრუნველყოფს.
ჩაგა სოკო, ზედმეტსახელად „სამკურნალო სოკოების მეფე”, ანტიოქსიდანტებითა და პოტენციური იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებებითაა მდიდარი, რომელიც იმუნურ სისტემას აუმჯობესებს და სიცოცხლისუნარიანობას მატებს. ჩაგას სოკო მსოფლიოში „ველნესის“ ცხოვრების სტილის მთავარი ელემენტიც გახლავთ.
რეიში სოკო, ცნობილი როგორც „უკვდავების სოკო”, იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებებითაა გაჯერებული, რომელიც ხელს უწყობს რელაქსაციასა და ბუნებრივ კეთილდღეობას. აქვს კიბოს დაავადებებისგან დამცავი ფუნქცია. ასევე, კარგია შფოთვის მოსაშორებლად და მშვიდი ძილისათვის.
იმისათვის, რომ ცხოვრების თითოეული დღე უფრო ჯანსაღი, პროდუქტიული და სავსე გახადოთ, ისეთი პროდუქტების გამოყენებაა საჭირო, რომლებიც დასახული მიზნის მიღწევაში აუცილებლად დაგეხმარებათ და თქვენს გონებას, სხეულსა და კანს სრულიად გამოაცოცხლებს. „მუში“ კი ამის სრულ გარანტიას გაძლევთ, რადგან კომპანიის მთავარი ამოცანა ბუნებრივ რესურსებთან მეტად დაახლოება და სამყაროსთან უფრო ღრმა კავშირის დამყარებაა.