fbpx

კომუნალ ქუთაისი – ისტორიული ქალაქით შთაგონებული კიდევ ერთი სასტუმრო “კომუნალისგან”


გააზიარე სტატია

დღესდღეობით სტუმარმასპინძლობის სფერო  მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად იქცა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მომხმარებელს არა მხოლოდ კომფორტს, არამედ უნიკალურ გამოცდილებასაც სთავაზობს. კონცეპტუალური სასტუმროების  არქიტექტურაში, ინტერიერსა თუ სამზარეულოში ყველა დეტალი ინდივიდუალურად  იქმნება. სწორედ ამ სტანდარტებს ითვალისწინებს კომპანია “კომუნალი”, რომლის სახელთანაც  არაერთი გამორჩეული კონცეფციის სასტუმრო, რესტორანი და ბარია დაკავშირებული.   

სხვადასხვა დროს “კომუნალმა” სასტუმროები გახსნა თბილისის ისტორიულ უბნებსა და ასევე თელავში.  ამჯერად კი კომპანიის წარმატებულ პროექტებს ქუთაისის ბუტიკ-რეზორტის ტიპის სასტუმრო ემატება – 23 ნოემბერს “კომუნალ ქუთაისი” იხსნება.

“კომუნალი” ინარჩუნებს ჩვეულ ხელწერას და სასტუმროს ყველა დეტალს ქუთაისისათვის დამახასიათებელი ავთენტური ესთეტიკით  ქმნის. ამგვარი ხედვით, კომპანია ისტორიული ქალაქის ძველ უბანში თანამედროვე ცხოვრების სტილის უნიკალურ გამოცდილებას გვთავაზობს.  

სასტუმრო ისტორიულ შენობაში მდებარეობს, რომელსაც რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. შედეგად, მაქსიმალურად შენარჩუნდა ნაგებობის თავდაპირველი იერსახე და ის თანამედროვეობაში ავთენტური სახით გაცოცხლდა. “კომუნალ ქუთაისი” შთაგონებულია ადგილობრივი ესთეტიკით და 60-70-იანი წლების ჰედონისტური კულტურით.

“როდესაც სასტუმროს პროექტისათვის შენობის რეკონსტრუქციას ვიწყებთ, ვცდილობთ, მას ის სული  შევუნარჩუნოთ, რაც ისტორიულად აქვს. შედეგად, ყველა დეტალი, იქნება ეს სასტუმროს ნომრები, ეზო, სამზარეულო თუ შესასვლელი სივრცე, ავთენტური იერსახით არის წარმოდგენილი. აქამდე ეს ყველა სასტუმროში გამოგვივიდა და ვფიქრობთ, ქუთაისშიც იგივე შედეგს მივაღწიეთ.” – ამბობენ “კომუნალის” წარმომადგენლები. 

Communal Kutaisi-ის გამორჩეული ნაწილი ტროპიკული ხეებით და მცენარეებით გაშენებული ღია სივრცეა. სასტუმროში  დაგხვდებათ როგორც შიდა, ასევე გარე აუზი. სასტუმროს ნომრების ინტერიერი და გარემო სახლში ყოფნის სიმყუდროვეს ქმნის.  როგორც “კომუნალის” გუნდი At.ge-სთან საუბრისას ამბობს, ყველაფერი რასაც სასტუმროს ინტერიერში შეხვდებით, კონკრეტულად “კომუნალ ქუთაისისათვის” შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ “კომუნალ ქუთაისის” სივრცეში განთავსებულია რესტორანი Doli, რომლის მენიუ ტრადიციული იმერული და მეგრული სამზარეულოს და ჯანსაღი კვების ფილოსოფიის სინთეზით შეიქმნა. 

“კომუნალის” გუნდი ამბობს, რომ მათი მიზანი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ მაღალი სერვისის სასტუმროების შექმნა. პროექტების დაგეგმვისას კომპანია ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაზე ფიქრობს. რეგიონებში გახსნილი თითოეული სასტუმრო მოგზაურობისა და დასვენების მოყვარულთათვის არის საშუალება, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიული ქალაქები ხელახლა აღმოაჩინონ და ამ პროცესში მაქსიმალური კომფორტი იგრძნონ. 

“კომუნალ ქუთაისის” ნომრის დასაჯავშნად ეწვიეთ ბმულს.

რესტორანი Doli-ის მაგიდის დაჯავშნას კი შეძლებთ აქ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.