ადამიანები ბორჯომიდან – წაიკითხAT ისტორია #3 თანგული ორთოიძე
გააზიარე სტატია
მოზაიკით, ქართული ჩუქურთმითა და მომავალ თაობაზე ზრუნვით დამტკიცებული სიყვარული. ამჯერად, “ბორჯომი” და ნათელა გრიგალაშვილი, ამ ისტორიის გმირს მხატვარ-დიზაინერ თანგული ორთოიძეს გაგაცნობთ.
“დავიბადე წაღვერში, სადაც მთელი ბავშვობა ეიფელის ხიდს ვუყურებდი. სულ მაოცებდა ხიდის კონსტრუქცია და ის ხედები, რომლებიც იმ ადგილიდან იშლება. ეს ბუნება მოქმედებს ადამიანზე, ჩემზეც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა,” – ეს გარემო მოგვიანებით მის შემოქმედებაში აისახა. თანგული ორთოიძე 1980 წელს, მშობლიურ ქალაქში პროფესიით და ახალი იდეებით დაბრუნდა. მისი პირველი ნამუშევარი მეოთხე სამმართველოს მოზაიკის აუზი იყო, შემდეგ – სანაპიროს ირმები და ქალაქის ცენტრის პანო. დღეს ეს ფერადი მოზაიკა, ბორჯომის იერსახის განუყოფელი ნაწილია. ამ ნამუშევრების ავტორი, ქალაქის სტუმრებს, მოზაიკების ისტორიით ბორჯომს აცნობს. ცენტრალურ პარკში სეირნობისას კი, მათ მინერალური წყალი “ბორჯომის” შემადგენლობაზე უყვება და ურჩევს, რომ ბუნებრივი, თბილი “ბორჯომი” აუცილებლად გასინჯონ.
თანგული ორთოიძე საკუთარ გამოცდილებას დღეს მომავალ თაობას უზიარებს. ბავშვებს ასწავლის ხეზე კვეთას, ქართული ჩუქურთმის უნიკალობას და ასწავლის მთავარს – საკუთარი ქალაქის სიყვარულს, რადგან სჯერა, რომ სწორედ ისინი გააცნობენ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქს მთელ მსოფლიოს.