fbpx

DYSON – NEXT GEN LIVING ღონისძიება ბუქარესტში


გააზიარე სტატია

23 ნოემბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ტექნოლოგიებისა და კვლევის გლობალური კომპანიის, “Dyson”-ის რეგიონალური ღონისძიება “Next Gen Living” გაიმართა. სადაც წარდგენილი იყო ბრენდის ახალი, ინოვაციური პროდუქცია.  პრეზენტაციას, ესწრებოდნენ საერთაშორისო სტუმრები უნგრეთიდან, ჩეხეთიდან, საბერძნეთიდან და ასევე საქართველოდან. ტელეწამყვანი მარიამ სანოგო, “Beauty “ და “Lifestyle” ბლოგერები თაკო საზინა, მარიამ დავითაძე და მარიამ წილოსანი.

 “Dyson”-ის კომპანიას საფუძველი 1991 წელს ჩაეყარა, დიდ ბრიტანეთში, და მას შემდეგ მუდმივად სიახლეებისა და ყოველდღიური ცხოვრების დონის გაუმჯობესების გზების ძიებაშია. “Next Gen Living”-ის ღონისძიებაზე წარმოდგენილმა პროდუქციამ სამი სხვა და სხვა თემა და სფერო მოიცვა. თმის მოვლა, სახლის სისუფთავე და ჰაერის ხარისხის დონის ამაღლება. სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა ბრენდის წამყვანი ინჟინრებისგან მოესმინათ ახალი ტექნოლოგიების შესახებ და ადგილზე, თავად გამოეცადათ ახალი პროდუქცია.

 პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო “Dyson Gen 5”- უსადენო მტვერსასრუტი, “Dyson Submarine “სველი წმენდის მტვერსასრუტი, ჰაერის გამწმენდი – “Big & Quiet”  და რა თქმა უნდა ყველასათვის ცნობილი თმის მოვლის პროდუქტები, განახლებული, უნიკალური ფერებით. რით გამოირჩევა “Dyson” სხვა ბრენდებისაგან? ყოველთვის, როდესაც ბრენდი ახალ პროდუქტზე მუშაობას იწყებს, პირველ რიგში მომხმარებლის პრობლემების გადაჭრის გზებს ეძებს, პრობლემები ეხება ჯანმრთელობას, ხარისხს, პროდუქტის კომპაქტურობასა და დიზანს. ძიება კი ეფუძნება მუდმივ კვლევებსა და ტესტირებებს, რომელთაც საბოლოო ჯამში მომავლის, ახალი თაობის პროდუქციამდე მივყავართ.

 “Dyson”-ის თმის მოვლის პროდუქცია ზრუნავს თმის სიჯანსაღესა და ბზინვარებაზე, ნაზად მოქმედებს სკალპზე, რადგან მათში ჩაშენებულია ინტელექტუალური სითბოს კონტროლის სენსორი უკიდურესი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, რის გამოც თმა რჩება დატენიანებული და ჯანსაღი. ღონისძიებაზე, წარმოდგენილი იყო თმის მოვლის ახალი ხაზი – “Ceramic Pop”, რომელიც ეკლექტური ფერებით გამოირჩევა. ახალი ხელსაწყოები წარადგინა “Dyson”-ის დიზაინის მთავარმა ინჟინერმა – ევა კომას სთოუქსმა.

„წლების განმავლობაში თმაზე ჩატარებული კვლევისა და ტესტირების შედეგად, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ექსტრემალურ სიცხეს უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ჰქონდეს ჩვენი თმის ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ ” Dyson”-ში ჩვენ შევქმენით ისეთი თმის მოვლის საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ ყველანაირი ვარცხნილობის შექმნა ექსტრემალური სიცხის გამოყენების გარეშე. ასევე ჩავაშენეთ პატარა სენსორი, სახელად თერმისტორი (thermistor), რომელიც ზომავს ჰაერის ნაკადის ტემპერატურას წამში 40-ჯერ, რათა დარწმუნდეს, რომ ის არასოდეს აჭარბებს ნორმას და, შესაბამისად, იცავს თმას ექსტრემალური სიცხისგან. “- ამბობს ევა.

 “Dyson”-ის ახალ ტექნოლოგიებზე, რომლებიც სახლისა და ჰაერის სისუფთავეზე ზრუნავენ, ენდრიუ აიჩისონმა, დიზაინის უფროსმა ინჟინერმა ისაუბრა. დღესდღეობით, “Dyson Gen 5-“ის უსადენო მტვერსასრუტი ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიაა, რომელიც  ადვილად აფიქსირებს და ანადგურებს მტვერს. “Dyson Submarine” კი აღჭურვილია სველი წმენდის ფუნქციით და ყოველი ბრუნვისას აშორებს სითხეებს, ნამსხვრევებსა და ლაქებს მყარი ზედაპირიდან, თუმცა როდესაც საქმე სრულყოფილად გაწმენდილ სახლს ეხება, მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს ჰაერი. “Dyson”-ის უახლესი “Big & Quiet” ჰაერის გამწმენდი იდეალური პროდუქტია ჰაერის სისუფთავის შესანარჩუნებლად. მძლავრი შედეგის უზრუნველსაყოფად,  კონუსური აეროდინამიკის, დალუქული ფილტრებისა და მძლავრი ჰაერისცირკულაციის გამოყენებით იგი წმენდს ყველაზე დაბინძურებულ ჰაერსაც კი.

„Gen 5″ აღჭურვილია ჩვენი უახლესი ძრავის ტექნოლოგიით, რომელიც დღეს დღეობით, ჩვენს ყველაზე მძლავრ და მოწინავე პროდუქტს უზრუნველყოფს უსადენო ფილტრაციით. ჩაშენებული ნაპრალი-ხელსაწყოს მეშვეობით და ნაწილაკების დათვლის ფუნქციით იგი გახდა “Dyson”-ის ერთერთი ყველაზე მარტივად გამოსაყენებადი პროდუქტი. “Dyson Submarine” მტვერსასრუტს შეუძლია თმის ჩახვევის გარეშე გაწმინდოს მყარი ზედაპირი, ჩაშენებული განათების საშუალებით უფრო ადვილად აღმოაჩინოს მტვერი ყველაზე რთულად მისაწვდომ ადგილებშიც კი და ახალა უკვე სველი წმენდის ტექნოლოგიით გაასუფთავოს ყველაზე რთულად მოსაშორებელი ლაქები“ – ისაუბრა ენდრიუმ.

 სამივე პროდუქციის წარდგენისას, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ვიზუალური პრეზენტაციის საშუალებით, თვალი ედევნებინათ, თუ როგორ იქმნებოდა და მოქმედებს“Dyson”-ის ახალი პროდუქცია, ხოლო დასასრულს უკვე პირადად შეეძლოთ ეხილათ და გამოეცადათ ახალი ტექნოლოგიები.

 ორგანიზატორებმა სივრცე სამ ნაწილად დაყვეს და თითოეული მოწყობილობისათვის ავთენტური გარემო შექმნეს. თმის მოვლის ზონა, იატაკის მოვლისა და ჰაერის გამწმენდი ტექნოლოგიების ზონები. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ ენახათ, თუ როგორ ინტეგრირდება ტექნიკის დიზაინი სახლის გარემოში და როგორ მუშაობს თითოეული მათგანი. ასევე“Dyson-“ის ამბასადორებმა – Florin Noje-მ (რუმინეთი), Teuta Mesaros-მა(ხორვატია) და Ioannis Michalelis-მა (საბერძნეთი), მაყურებელს წარუდგინეს თმის ვარცხნილობის სხვა და სხვა ტექნიკები “Dyson Airwrap”-ის გამოყენებით.

 ღონისძიება “Combinatul Fondului Plastic – Galeria Senat-“ში , ბუქარესტის ხელოვნების, მულტიფუნქციურ ჰაბში გაიმართა, რომელიც 50-მდე არტისტის სტუდიოს აერთიანებს.

“Dyson” გლობალური კვლევითი და ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელსაც აქვს ინჟინერიის, კვლევის, განვითარების და ტესტირების საწარმოები სინგაპურში, დიდ ბრიტანეთში, მალაიზიაში, მექსიკაში, ჩინეთში, პოლონეთსა და ფილიპინებში. 1993 წლიდან “Dyson”-მა 1 მილიარდ ფუნტზე მეტი ინვესტიცია ჩადო თავის ოფისებსა და ლაბორატორიებში Wiltshire-ში,  რომელიც არის  “Dyson”-ის ტექნოლოგიის, კვლევის, დიზაინი და განვითარების ჰაბი.  კომპანია 84 ქვეყნის ბაზარზე  გადის. 2023 წლიდან ოფიციალური “Dyson-“ის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია საქართველოშიც. 18 ნოემბერს კი ბრენდის ზონა, საბურთალოს სითი მოლშიც გაიხსნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავად გამოსცადოს “Dyson”-ის ტექნოლოგიები. პროდუქციის გამოწერა, ასევე სხვა ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებშიც არის შესაძლებელი, ესენია: Alta, Elit Electronics, Extra.ge, Vendoo, Veli.store, Zoommer, Kontakt Home, Apple City, iTechnics.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.