fbpx

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა


გააზიარე სტატია

26 ოქტომბერს კინოთეატრ “ამირანში” თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა.  

ფესტივალის გახსნის ღონისძიებაზე საპატიო პრიზი – “ოქროს  პრომეთე” გადაეცა რეჟისორ ნანა ჯორჯაძეს. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა როგორც საქართველოს პირველი პირი – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი  – ნიკოლას სენდეროვიჩი, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფესტივალის კურსს და მის მნიშვნელობას ქვეყნის ზოგადი, კულტურულ-საგანმანათლებლო მხრივ განვითარებისა და წინსვლისთვის. 

 

ფესტივალი კი სწორედ ნანა ჯორჯაძის ნამუშევრით – “პეპლების იძულებითი მიგრაციით” გაიხსნა. ფილმი საკმაოდ დამაფიქრებელი ნამუშევარია და ეხება როგორც ჩვენი ქვეყნის პრობლემატიკის ზოგად პატერნს, ამავდროულად, უპირისპირებს მას იმ ერთმანეთისგან განსხვავებულ რეალობებსა და მოცემულობებს, რაშიც ზოგადად ჩვენ  – ქართველები ვცხოვრობთ. ფილმი, რა თქმა უნდა, მიგრაციის პრობლემას ეხება და ამავდროულად, კვლავ დაბრუნების მუდმივ, დაუძლეველ სურვილს. Რეჟისორი მისთვის დამახასიათებელი იუმორითა და სიმსუბუქით საუბრობს იმ ზოგად მეტამორფოზზე, რომელიც ადამიანური ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

ღონისძიებას ამავდროულად, შეუერთდნენ კინომოძრაობა – “ქართული კინო საფრთხეშია”  წევრები და კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას 450 კინოპროფესიონალის ბოიკოტი, რომელიც უკავშირდება  კინოცენტრს და იმ უსამართლოდ განვითარებულ მოვლენებს, რისი მომსწრეც ვართ დღესდღეობით.

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.