fbpx

“ტკბილბალახას დაწვნა” – ელნარა ნასირლის პერსონალური გამოფენა


გააზიარე სტატია

1 დეკემბერს, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დამწყები აზერბაიჯანელი გარემოსდაცვითი ტექნოლოგიებისა და შერეული მედიის სფეროში მომუშავე ხელოვანის, ელნარა ნასირლის ფართომასშტაბიანი იმერსიული ინსტალაციებისა და სკულპტურული ნამუშევრების პირველი დიდი გამოფენა გაიხსნება.

ხელოვანის ინსტალაციები ექსპოზიციის მკვეთრ გარდასახვას ისახავს მიზნად. შექმნილი ინტერდისციპლინური გარემო მაღალი სკულპტურული ნამუშევრებისა და სპეციალურად მუზეუმს მორგებული ინსტალაციების საშუალებით ჰარმონიულად დააკავშირებს ერთმანეთს ნასირლის ცოდნას ბიოტექნოლოგიებსა და თერაპიული ხელოვნების ტრანსფორმაციის სფეროში.

ელნარა ნასირლის თქმით მის მიერ შექმნილი ნამუშევრების სერია მუდმივად ცვალებადი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობის წამიერ მომენტებს ასახავს. გამოყენებული მხატვრული მეთოდი კი შეიძლება იმ ყვავილის გამძლეობას შევადაროთ, რომელიც წინაღობების გადალახვის პირობებშიც კი ახერხებს გაზრდას და ქვების მსგავსი ურთულესი დაბრკოლებების მიუხედავად მაინც ყვავის.

ფარახ პირიე, გამოფენის კურატორი: “ელნარა ნასირლის შემოქმედების ფარგლებში ჩვენ ვიკვლევთ თერაპიულ ხელოვნებას, ბიოტექნოლოგიებსა და პიროვნულ გამძლეობას – იმ ღირსშესანიშნაობებს, რომლებიც თან სდევენ მის მოგზაურობას გარემოსდაცვითი ტექნოლოგიიდან დასრულებულ ხელოვნებამდე. “ტკბილბალახას წვნა” ღია მოსაწვევს ჰგავს. ის მნახველს საკუთარი თავის აღმოჩენისა და შემოქმედებითი ზრდისკენ მოუწოდებს და ბუნებისა და ერთმანეთის მიმართ ჩვენს საერთო ერთგულებას უსვამს ხაზს.”

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი ტიპის ნამუშევრები: ხუთი მულტი-სენსორული ინსტალაცია, რომელიც ორგანულად ერწყმის ხელოვანის ადრეულ ნამუშევარს და ნასირლის ნამუშევრები, რომლებიც ბაქოს ქუჩებში, ეკლექტურ მეორადი ნივთების ბაზრობებსა და ონლაინ აუქციონებზე შეგროვებული არატრადიციული ორგანული მასალებისგანაა შექმნილი.

გამოფენა 2024 წლის 19 იანვრამდე გაგრძელდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.