fbpx

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია


გააზიარე სტატია

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 2 დეკემბერს, კინოთეატრ “ამირანში” დაიხურა. გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ მაყურებელმა ნახა ფაიტ ჰელმერის ფილმი “გონდოლა”. დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდნენ ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები და მათ ფესტივალის პრიზი – ოქროს პრომეთე გადაეცათ.

2023 წლის პრომეთეს მფლობელები არიან:

საუკეთესი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი: ლოტო, რეჟ. ზაზა ხალვაში

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ჟიურის სპეციალური აღნიშვნა: შაშვი შაშვი მაყვალი, რეჟ. ელენე ნავერიანი

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი: სუფრა, რეჟ. მარიამ ბიწაძე

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ჟიურის სპეციალური აღნიშვნა: გაქცევა, რეჟ. სალომე კინწურაშვილი

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი: რექვიემი ზაფხულის ცხელ დღეებს, რეჟ. გიორგი ფარქოსაძე

სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, ჟიურის სპეციალური აღნიშვნა: ღიმილიანი საქართველო, რეჟ. ლუკა ბერაძე

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი: იგი, რეჟ. აკი მანუკი

მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, ჟიურის სპეციალური აღნიშვნა: მე ძალიან ნიჭიერი ვარ დაკარგვაში, რეჟ. გიორგი ფარქოსაძე

ევროკავშირის ჯილდო  “ადამიანის უფლებები კინოში”:
მხატვრული ფილმი – უსასრულო საზღვრები, რეჟ. აბას ამანი
დოკუმენტური ფილმი – ღიმილიანი საქართველო, რეჟ. ლუკა ბერაძე

საქართველოს კინოინსტიტუტის ჯილდო: მე ძალიან ნიჭიერი ვარ დაკარგვაში, რეჟ. გიორგი ფარქოსაძე

საქართველოს დოკუმენტური ასოციაციის ჯილდო: აპოლონია, აპოლონია

1,223 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.