fbpx

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის მამული ჯადოსნურ ახალ წელს უმასპინძლებს


გააზიარე სტატია

 

თიბისი კონცეპტმა ამჯერადაც იზრუნა მომხმარებლების სადღესასწაულო განწყობაზე და თიბისი კონცეპტის Visa ბარათების მფლობელებს 31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს წინანდლის მამულის სასტუმრო “რადისონ ქოლექშენის” წვეულებაზე განსაკუთრებული პირობებით დასწრება შესთავაზა. შეთავაზების ფარგლებში სასტუმროს საახალწლო ნაკრებების შეძენა 15%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი. 

“რადისონ ქოლექშენის” საახალწლო პროგრამა ბევრი დეტალით არის გამორჩეული. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საახალწლო შოუს დაგეგმვაზე “რადისონ ქოლექშენის” გუნდთან ერთად ცნობილმა იტალიურმა ივენთ სააგენტო –  NuArt Events-მა იზრუნა. NuArt Events-ის წვეულებები განსაკუთრებული სანახაობით გამოირჩევა. მათი არტისტული გუნდი აერთიანებს ქორეოგრაფებს, მოცეკვავეებს, მომღერლებს და აკრობატებს, რაც  სტუმრებს ჯადოსნური საახალწლო განწყობის შესაქმნელად  სანახაობრივ შოუს ჰპირდება. 

31 დეკემბრის პროგრამა 6 საათის განმავლობაში გაგრძელდება და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს. წვეულება საღამოს 9 საათზე დაიწყება.  მიღების ცერემონიის შემდეგ  გალა ვახშამია დაგეგმილი. მენიუზე Silk Hospitality-ის ბრენდ-შეფმა, ირაკლი ასათიანმა იზრუნა და ის თანამედროვე ქართულ კერძებს აერთიანებს. ვახშამი პერფორმერების შოუს და მუსიკალური პროგრამის თანხლებით წარიმართება, რაც გამორჩეულ კულინარიულ გამოცდილებასთან ერთად, სტუმრებს გართობას და სანახაობრივ ნაწილსაც სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ  შოუ ინტერაქციულ  ხასიათს ატარებს და დარბაზში მსხდომი აუდიტორია  წარმოდგენის მონაწილედ იქცევა. საახალწლო წვეულების პროგრამა გათამაშებასაც მოიცავს, რომელიც სტუმრებს მრავალ სიურპრიზს ჰპირდება. საღამოს დასკვნითი ნაწილი კი DJ სეტს დაეთმობა. 

რაც შეეხება პირველი იანვრის პროგრამას, მისი მთავარი ნაწილი საახალწლო ბრანჩია, რომელსაც აკომპანირებას  გიგი პიანომენი გაუწევს. ასევე დაგეგმილია საახალწლო მარში წინანდლის ჯადოსნურ ბაღში და მუსიკალური საღამო ნოდარიკო ხუციშვილის ბენდთან ერთად Library ბარში. აღსანიშნავია, რომ პირველი იანვრის პროგრამა სპეციალურად ბავშვებისათვის განკუთვნილ არაერთ აქტივობას მოიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ორი სადღესასწაულო დღე ოჯახის ნებისმიერი ასაკის წევრისათვის განსაკუთრებულ მოგონებად იქცევა.  

შეთავაზება ვრცელდება შემდეგ სადებეტო ბარათებზე: TBC Concept Visa Platinum, Visa Infinite, Visa Signature.

დეტალურ ინფორმაციას გაეცანით თიბისი კონცეპტის ვებგვერდზე. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.