fbpx

საახალწლო ჰიპ-ჰოპ კონცერტი ძველ კინოსტუდიაში – Adam & Eve


გააზიარე სტატია

 


ავტორი: ანი კლდიაშვილი

“ახალ წელს სადღაც ტექნო გუგუნებს, სადღაც მღერიან ლამაზ სიმღერებს, სადღაც უკრავენ ჰაუსს, მინიმალს; “ადამი და ევა” კი 24 წლის შემდეგ ჰიპ-ჰოპს იბრუნებს!“ – 31 დეკემბრის ჯადოსნურ ღამეს დავით აღმაშენებლის 164 ნომერში მდებარე ძველი კინოსტუდია, პავილიონი „ადამი და ევა“, თიბისი კონცეპტთან თანამშრომლობით, საახალწლო ჰიპ-ჰოპ კონცერტს მასპინძლობს. ამ ამბავს განსაკუთრებულ ხიბლს ის სძენს, რომ ახალი წლის ღამეს ხდება და ასევე ის, რომ თბილისში ჰიპ-ჰოპის ასეთი ზეიმი არასდროს მოწყობილა.

Adam and Eve NYE კონცერტის შესახებ მის ერთ-ერთ ორგანიზატორს,  გიორგი აზნიაშვილს ვესაუბრეთ: „ჰიპ-ჰოპი არის ის მუსიკალური მიმდინარეობა, რომლის სიყვარული მრავალ თაობას აერთიანებს – 90-იანებიდან მოყოლებული დღემდე საქართველო უსმენს ჰიპ-ჰოპს. მუდმივად არის იმის განცდა, რომ ტექნოსა და ჰაუსის აქტიური ტრენდის გამო, ჩვენს ქვეყანაში ჰიპ-ჰოპ ლაივების ნაკლებობაა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ტრადიციული საახალწლო ღონისძიება ამ ჟანრს მიეძღვნას.“

მაქსიმე მაჩაიძის, ჯერონიმოს, ნიკა საბანაძის, ერეკლე დეისაძისა და Mush One-ის გარდა, „ადამი და ევას“ სცენას ახალი წლის ღამეს ქართველი მსმენელისათვის საყვარელი ირლანდიელი ჰიპ-ჰოპ არტისტი Rejjie Snow და ნიუ-იორკის R&B სცენის ამომავალი ვარსკვლავი – Hawa დაიკავებენ. 

 

გთავაზობთ საახალწლო კონცერტის ლაინ აფს:

Rejjie Snow – ჰიპ-ჰოპ არტისტი და პროდიუსერია დუბლინიდან,  რომელიც თავის მუსიკაში ძველი სკოლისა და ანდერგრაუნდ ჰიპ-ჰოპის შემსრულებლების შემოქმედებასაც ირეკლავს და ამავდროულად, საკუთარ ჟღერადობას ჯაზ-სემპლებითა და არასტანდარტული, კომპლექსური რიტმებით ამდიდრებს, რასაც მისი ხმის გამორჩეული ტემბრი კიდევ უფრო განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

 

Luna997 – მაქსიმე მაჩაიძე,  ანუ Luna997 ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია საქართველოში. ის ძალიან პოპულარული ქართული პროექტების, ზურმუხტისფერი ბედის ორდენის, kung fu Junkies-ისა და Kayakata-ს წევრი და ონლაინ ლეიბლის, LTFR-ის დამფუძნებელია. 

 

Jeronimo – ანზორ ჩიხლაძე, ასევე ცნობილი როგორც ჯერონიმო, ქართული ჰიპ-ჰოპის პიონერი და ქუთაისური ჰიპ-ჰოპის სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. ამბის გადმოცემის გამორჩეული უნარით დაჯილდოებული ჯერონიმო  პირველი თაობის რეპერებს შორის ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში დარჩა ადგილობრივ სცენაზე და დღემდე საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და საინტერესო ლაივ შემსრულებლად რჩება.

 

Erekle Deisadze –  მუსიკოსი, ავტორ-შემსრულებელი, პოეტი და მწერალია მრავალფეროვანი შემოქმედებით, რომელზეც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2000-იანი წლების ბოლოს, გამოჩენიდან დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან  და საინტერესო ქართველ არტისტად რჩება.

 

Sabana – The Beat Master.  Sabana თბილისში დაფუძნებული პროდიუსერის, ნიკა საბანაძის პროექტია. ის ქართული ჰიპ-ჰოპ ტრიო Kayakata-ს წევრი იყო და განსაკუთრებული როლი ითამაშა პროექტის ჟღერადობის ჩამოყალიბებაში. წელს კი მან მაქსიმე მაჩაიძესთან ერთად პირველი კოლაბორაციული ალბომი – Temple Pharmacy გამოუშვა, რომელშიც სრულიად ახალი მიმართულება წარმოადგინა. 

 

Mush one – იგივე თორნიკე ზურაბიანი, მულტი-ინსტრუმენტალისტი მუსიკოსია თეკალიდან. დაახლოებით 12 წელია, რაც მუსიკალურ სფეროშია, წერს ჰიპ-ჰოპ ტრეკებს და ქმნის მუსიკას. შთაგონებას გარემოდან, იმ სამყაროსგან იღებს, რომლის ნაწილიც თავადაა და საკუთარ  შემოქმედებას მისივე ინტელექტუალური თუ ემოციური გამოცდილებების აკუსტიკურ გამომჟღავნებას უწოდებს.

 

Hawa –  22 წლის არტისტია, რომელიც საკუთარ თავს „მოხუც სულს“ უწოდებს და ცდილობს, მუდმივად გაექცეს იმ ჩარჩოებს, რომლებშიც ადამიანები მის შემოქმედებას აქცევენ. საკუთარ შესაძლებლობებს R&B-ის, ჰიპ-ჰოპისა და აფრობითის ჟანრებში სცდის და წარმატებით იმკვიდრებს თავს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ამომავალი ვარსკვლავი.

 

გიორგი: ”ახალი წელი ის დღესასწაულია, როცა ყველა კარგ ხასიათზეა და ყველას უნდა გართობა. როცა ამ ზეიმს ხარისხიანი მუსიკა და ხარისხიანი ლაინ-აფი დაემატება, ვფიქრობ, რომ დაგეგმილი შოუ მართლაც ყველასაგან გამორჩეული იქნება და იმის შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც ჩავატაროთ და ამ ჟანრის კიდევ უფრო მეტი წარმომადგენელი არტისტი ჩამოვიყვანოთ საქართველოში. ხალხის უკუკავშირები ძალიან პოზიტიურია და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა სტუმარი კმაყოფილი დარჩება.“

„ჩვენი სურვილია, რომ ამ ღონისძიებით დედაქალაქის სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო ავამაღლოთ. გვინდა, რომ ყველა ბედნიერი იყოს: არტისტებიც, ქართველი აუდიტორიაც და ქალაქის სტუმრებიც. ასეთი ჰიპ-ჰოპის ზეიმი ხომ თბილისში ჯერ არასდროს ყოფილა.“

კარი გაიღება / Doors open –  01:00
ასაკობრივი შეზღუდვა / Age control –  18+

პირველი და მეორე კალათის ბილეთების შეძენისას, თიბისი კონცეპტის მასტერქარდ ბარათით გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.  ბილეთების ბმული / Ticket link

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.