სად წავიდAT ზამთრის არდადეგებზე? – სახლუკა რაჭაში
რა გახსენდებათ, როდესაც ზამთრის არდადეგებზე ფიქრობთ? ქალაქიდან გასვლა, ოჯახის წევრები, თოვლი, ბუხარი? ან იქნებ მეგობრებთან ერთად გართობა? მალე ზუსტად ის დრო მოვა, როდესაც ყველას გვკითხავენ, თუ რას ვაპირებთ და ჩვენც შევეკითხებით, როგორ გეგმავენ ამ დღეების გატარებას. თუკი ზამთრის პირქუშ სიცივეს თბილად და მყუდროდ, ახლო ადამიანების გარემოცვაში გსურთ შეხვდეთ, მაშინ აი, ერთ-ერთი მაგალითი, სადაც ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი შეგხვდებათ:
„სახლუკა“ ქვემო რაჭაში, ამბროლაურის მახლობლად, სოფელ აგარაში მდებარეობს. იქ ყველაფერი დაგხვდებათ იმისათვის, რომ თავი მყუდროდ იგრძნოთ: ხის სახლი, იზოლირებული ეზო, ულამაზესი ხედი, სრულად აღჭურვილი სამზარეულო და ეზოში დიდი მაყალი. კოტეჯის სახელიც მისი კონცეფციიდან გამომდინარეობს – მთავარი აქ სიმყუდროვე და შინაურული გარემოა.
ჩასვლა მარტივია – არც დიდი დრო სჭირდება და მისაგნებადაც იოლია. კოტეჯი 6 ადამიანს იტევს; ოთხფეხა მეგობრებიც შეგიძლიათ თან წაიყვანოთ.
„სახლუკა“ სტუმრებს წელიწადის ყველა დროს მასპინძლობს – ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ რაჭის ბუნებით დატკბობა და ქალაქის გადატვირთული რიტმისგან დასვენება.
მასპინძელი ყურადღებიანია – არ დაგავიწყდეთ, რომ რაჭაში ხართ.
P.S. აწყობილ ნაძვის ხესაც დაგახვედრებენ.
კოტეჯის დასაჯავშნად ეწვიეთ ბმულს