fbpx

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პრეზენტაცია და AI Meetup


გააზიარე სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და D ბლოკთან პარტნიორობით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) პრეზენტაცია და AI Meetup გაიმართა.

ღონისძიების მიზანს ასოციაციის შექმნის იდეის, მიზნების და გეგმების პრეზენტაცია წარმოადგენდა. ასოციაციის დამფუძნებლებმა და სხვა სპიკერებმა მიმოიხილეს საქართველოში, სხვადასხვა სფეროში, AI-ის განვითარების მიმართულებით არსებული მდგომარეობა, პერსპექტივები და გამოწვევები. 

“საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დაფუძნების მიზანი ქვეყნის AI და მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით არსებული ძალიან დიდი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა და ამით ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერაა. ეს მისია კი სამ მიზნად იშლება: AI წიგნიერების გაზრდა, ბიზნესების და სტარტაპების მხარდაჭერა და AI პროფესიონალების გაძლიერება ქართული AI-ის განვითარებისთვის. ამ საქმეში კი გაერთიანება და თანამშრომლობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ამის კარგი მაგალითი ასოციაციის პრეზენტაციაზე უკვე შედგა, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მთავარ მხარდამჭერს – საქართველოს ბანკს და პარტნიორ D Block-ს ეკუთვნით.“ – გიგი გიორგაძე, ასოციაციის თავმჯდომარე. ღონისძიების ფარგლებში პანელური დისკუსიები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა მეცნიერების, ბიზნესისა და სამართლის პროფესიონალები. . პანელური დისკუსიების მონაწილეებმა AI-ის მდგომარეობა და განვითარების გზები განიხილეს ბიზნესის, სახელმწიფოს, მედიისა და საზოგადოების და პროფესიული პერსპექტივებიდან.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების პროფესიონალები, ენთუზიასტები, ანტრეპრენერები, კერძო და საჯარო სექტორის, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები. 

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA) არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია საქართველოში AI წიგნიერების ამაღლება, ბიზნესების დახმარება AI ტექნოლოგიების დანერგვაში და სფეროს პროფესიონალების მხარდაჭერა ქართული AI-ის განვითარებაში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.