fbpx

Yarat Contemporary Art Space – The Equinox


გააზიარე სტატია

კურატორები: თამუნა არშბა / თათა ქსოვრელი

07.12.2023 – 27.04.2024

The Equinox

  • გია ეძგვერაძე
  • Tamara K. E.
  • ლუკა ლასარეიშვილი
  • კონსტანტინე მინდაძე
  • კოკა რამიშვილი
  • ანდრო სემეიკო
  • ლევან სონღულაშვილი

მულტიდისციპლინარული გამოფენა The Equinox (ბუნიობა), შვიდ ქართველ ხელოვანს აერთიანებს, აღწერს ადამიანის იდენტობის ცნობიერების ქვაკუთხედს, ცნობიერების ფორმირების და ექსპრესიის ონტოლოგიურ გზას მე-20 საუკუნის ბოლოდან 21-ე საუკუნის დასაწყისამდე ლოკალურ და გლობალურ პერსპექტივაში.

გამოფენაზე კომპლექსურად არის წარმოდგენილი ურთიერთქმედების კავშირების დისკურსი,  ინდივიდუალურის – კოლექტიურთან, კოლექტიურის – გლობალურთან, ინდივიდუალური გამოცდილების გავლენა – კოლექტიურ გამოცდილებასთან, და ამ უკანასკნელის გავლენა – დროში ცვლად ცნობიერების ფორმებთან. გამოფენა დუალისტური პრინციპით არის აგებული, სინათლისა და სიბნელის  დროში ურთიერთქმედების რეფერენსით განიხილება ინდივიდუალურისა და კოლექტიურის ურთიერთქმედება კონტინუუმში.

პროექტში წარმოდგენილი კვლევა გარკვეულწილად ეფუძვნება ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის ლექციების სერიას “გზის ფსიქოლოგიური ტოპოლოგია”(1997), რომელთაც მამარდაშვილი 1984 – 85 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტებს უკითხავდა, მატერიალი ეფუძვნება პრუსტის რომანს “დაკარგული დროის ძიებაში’, დისკურსის თემად კი ფილოსოფოსი დროს და ცხოვრებას იყენებს.

გამოფენის სახელწოდება Equinox, ამავე ლექციებიდან არის აღებული სადაც მამარდაშვილი ამ წერტილში მიღებული ტოლობით, სინათლის და სიბნელის ურთიერთქმედების მაგალითით ხსნის ცნობიერის ექსპრესიის ადგილს. ( მ.მამარდაშვილი “გზის ფსიქოლოგიური ტოპოლოგია” 2020, (ლექცია 4. 27.03.1984)

გამოფენა იხსნება ცნობიერის მეტამორფოზის გზის სიმბოლით. რის შემდგეგადაც იშლება ამ გზის ტრიგერული ფაქტორები, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კოლექტიური მეხსიერების  და გამოცდილების მნიშვნელობის კვლევას. აქაც დუალისტური პრინციპი გრძელდება, ერთის მხრივ გეოპოლიტიკური ძვრები, კულტურული მემკვირდრეობა,  წარსულთან არსებული კავშირი და მისი ტრანსფორმაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანში იდენტობის კუთვნილების გრძნობის წარმოსახვაში, მეორეს მხრივ ტრანსფორმაციის და იდენტობის მეტამორფოზის გზა, გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, ცნობიერის ქვაკუთხედს ცვლის, ახალი ფორმები წარმოიქმნება, სადაც კულტურის კუთვნილების ფენომენი სრულ გახსნილობაში აბსურდული ხდება და მეხსიერების საჭიროების ფაქტორი იკარგება.

მეორე ნაწილი განიხილავს კონტინუუმს და ობიექტების სისტემას. (სისტემას რის მიმართაც ადამიანის ცნობიერის გზა გადის.) სინათლის არქიტექტურის კვლევით (ყვითელის გრადაცია შავში) რეფერენსი კეთდება ცნობიერში სინათლის აღქმის ფენომენთან (ინფორმაციის, შთაბეჭდილების, კონტინუუმიდან აღსაქმელად მიმღებში არის სიცარიელე, სიბნელე) და ფარდობითობის თეორიით განისაზღვრება ადამიანის და კოლექტიური ცნობიერის დროის და მასშტაბის აღქმის პირობითობა.

განიხილება კოლექტური ცნობიერის სტრუქტურის ფენომენი, სადაც იგივე პრინციპით ისაზღვრება მსოფლიოში მიმდინარე განმეორებადი მასიური პროცესები. ამ ასპექთან ისევ ხდება დაპირისპირება ინდივიდუალური და კოლექტიური ცნობიერის, განმეორებად პატერნებში მოხვედრის თუ პირადი განსხვავებული ფორმის გზის სადაც ინდივიდუალური აქტი ხდება.

გამოფენის კულმინაცია დისკურსის შებრუნებით ხდება, განიხილება სივრცე რომელიც გარე სამყაროსთვის შეუვალია. აქ ინდივიდუალური აქტის დისკურსი იშლება, რომელიც ასევე რეალური ხდება მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით, და პირიქით ხდება ტრიგერი კოლექტიური ცნობიერის სტრუქტურის, თავად წარმოქმნის ახალ ფორმას და განაცვრობს დროში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.