fbpx

ნინო ელიაშვილის გამოფენა Influence Drifts


გააზიარე სტატია

ავტორი: ქეთი მეფარიძე

Influence Drifts ციფრული და რეალური სამყაროების გადაკვეთის წერტილებზეა, რომელიც ხშირად, უხილავი რჩება ჩვენთვის, სანამ პირისპირ შევეჩეხებით. გალერეაში წარმოდგენილი ნამუშევრები ნინო ელიაშვილის პირველი ფერწერაა ზეთში, რომელშიც აკვარელისთვის დამახასიათებელი მსუბუქი ფერები, ტექსტურა და ზეთის მდგრადობაა გაერთიანებული.

ნამუშევრები გვიყვებიან ნამდვილ ამბებს და გვიბიძგებენ ჩავუღრმავდეთ ჩვენს აღქმებსა და სურვილებს და ციფრული სამყაროს გავლენას ჩვენს ყოველდღიურობაზე.

დაკვირვებული თვალი აუცილებლად შეამჩნევს მხატვრის სურვილს, გვამოგზაუროს ციფრულ სამყაროში და ნეოქრომის, ვერცხლის წყლისა და ინფრაწითელი ხედვის ელემენტების ერთად თავმოყრით, რეალური გახადოს ის კიბერ სივრცე, რომელიც სავსეა ახალი აღმოჩენებით.

Influence Drifts-ის კონცეფცია მოიცავს ინტერნეტისა და ახალი ტექნოლოგიების დამახასიათებელ სიმბოლოებს და პოსტადამიანურ არსებებს, რომლებიც ციფრული სამყაროს ღვთაებებს გვანან და სივრცესა და დროში აგრძელებენ მუდმივ ხეტიალს.

გამოფენა CH64 Gallery – სიეიჩ64 გალერეაში 29 დეკემბრამდე გაგრძელდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.