fbpx

Skazz თავისი ახალი ალბომის – ISTERIKA-ს შესახებ


გააზიარე სტატია

Skazz  ბოლო რამდენიმე წელია, რაც ქართულ სცენაზე გამოჩნდა და მათი ალბომი Memorial, რომელიც თანამედროვე და, ამავდროულად, ნოსტალგიურია, მომენტალურად შეიყვარა მსმენელმა. მათი „გრანჯ“ და ექსპერიმენტული ჟანრის პერფორმანსები ძირითადად პოლიტიკურ და სოციალურ პროტესტს ეძღვნება.

12 იანვარს კლუბ Nips-ში SKAZZ-ის ახალი ალბომის, ISTERIKA-ს პრეზენტაცია გაიმართება, მანამდე კი ცოტა რამ ალბომის შესახებ.

სკაზის კომენტარი ახალ ალბომზე:

ისტერიკის წერა, შეიძლება ითქვას, წლებია დავიწყეთ. მთელი ეს დრო, რაც სცენაზე ვიდექით, ამ ალბომში შესული სიმღერების ნაწილი თაროზე გვედო და ველოდებოდით არ ვიცი – რას.  ბოლო თვეები კი უკვე აქტიურად ვმუშაობდით ამ სიმღერების თავმოყრასა და მათ ბოლომდე მიყვანაზე, საბოლოოდ კი ამ ყველაფრის ალბომად გარდაქმნაზე. 

რამდენიმე თვის წინ ჩვენი მეგობარი, ჯაბა გარდაიცვალა, რომელიც მუსიკის დიდი ენთუზიასტი იყო  (თავადაც მუსიკოსი) და რომელთანაც ბავშვობიდან ვსაუბრობდი იმ სტილის მუსიკაზე, რა სტილისაც ეს ალბომია. მან გამაცნო უამრავი ბენდი, მუსიკოსი, რომელთა სახელები  იქამდე არც გამიგია და მუსიკის ის მიმართულება შემაყვარა, რასაც “გრანჟი” და ალტერნატიული როკი ჰქვია. ამ ალბომზე აქტიურად მუშაობაც მისი გარდაცვალების შემდეგ დავიწყეთ და მთელი ეს ნამუშევარი მის ხსოვნას მივუძღვენით მისივე შინაარსით და სათქმელით, რომელიც ძირითადად დროს უკავშირდება და ფაქტებს, რომლებსაც ვეღარაფერი შეცვლის, ფაქტებს, რომელთა განელებაც მხოლოდ კოლექტიურ თანადგომას შეუძლია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.