BERLIN, SYNDROM – თეკლა გურგენიძის და გიორგი ნებიერიძის კოლაბორაცია
SYNDROM-ისთვის ტანსაცმელი იდენთიფიკატორია ადამიანის გარეგანი და შინაგანი სამყაროსი. ბრენდისთვის მნიშვნელოვანია რეალური ცხოვრების მიღმაც და მის სიღრმეებშიც ყურება და ტანსაცმელსა და პიროვნებებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება.
მოდის შექმნის პროცესიც და სტილის შეგრძნებაც ინტუიტიურია და წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით დღევანდელ ამბავს უნდა ყვებოდეს. SYNDROM-ი ოპერირებს გარესამყაროსა და ადამიანის ფსიქიკას შორის, და დავიწყებულის გახსენებას რადიკალურად მატერიალური, თუმცა არა განსაზღვრული გზებით ცდილობს.
რეალობისა და ფანტაზიის შერწყმას, მეხსიერებაში დალექილ ემოციებსა და გამოუხატავ განცდებს, მისი გამოყენების ახალ წყაროებთან მიჰყავს საიდანაც ახალ უკონტროლო შემოქმედებას ქმნის.
SYNDROM-ისთვის მოდამ მეტამორფოზა განიცადა და გამოყენებით ხელოვნებად გარდაიქმნა რათა თხრობის ისეთი ფორმა შეექმნა, რომელიც გასცდებოდა ჩვეულებრივ ნარატივებს და შეეხებოდა ახალი პერსპექტივიდან ხედვის გზებს. იდენტობისა და თვითდადგენის საფუძველში გაგაცნობიერებდა.
“გვინდოდა გამოგვეხატა ბრენდის სწორედ ეს მახასიათებლები, გვეპოვა ისეთი ადამიანები, ვინც თავად არიან ისტორიის მთხრობელები და სინდრომის დნმ-თან დაკავშირებულები. ემუშავა ისეთ ფოტოგრაფს, რომელიც პრაგმატიზმსა და რომანტიზმს შორის განსაზღვრულ სივრცეს დაარღვევდა. გიორგი ნებიერიძის ფოტოგრაფია ერწყმის SYNDROM-ის ესთეტიკას, მისი ფოტოები ერთგვარი მედიუმებია მოცემულ აწმყოსა და წარმოსახვითი რეალობის საზღვარზე. პროექტი BERLIN, SYNDROM ჰოლანდურ გამოცემა GLAMCULT-შიც გამოქვეყნდა.”
Photography by George Nebieridze
Styling by Nutsa Khurtsilava
Make Up by Paloma Brytscha
Modelled by Giada & Tiresia