fbpx

საქართველო vs კლერმონი – 20 იანვარი


გააზიარე სტატია

 

დღეს ის დღეა, მხოლოდ ერთი ფრაზა რომ გვიტრიალებს თავში – “რაგბი ჩვენი თამაშია”! 20 იანვარს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩს მასპინძლობს, სადაც ტურნირზე ქართული “შავი ლომის” ბედი გადაწყდება. 

შავი ლომისა და კლერმონის დაპირისპირება 17:00 საათზეა დაგეგმილი. ტურნირის ფორმატის თანახმად, პლეიოფში 3 ჯგუფის ოთხ-ოთხი საუკეთესო ნაკრები გადის, რომელთაც ჩემპიონთა თასის ჯგუფების მეხუთეადგილოსნები დაემატებიან. იმისათვის, რომ “შავი ლომი” ჯგუფიდან გავიდეს, კლერმონთან ბონუს ქულით უნდა მოვიგოთ, ანუ უნდა დავამიწოთ 4 ლელო. გარდა ამისა, ანგარიშში სხვაობა 8 ქულაზე მეტი უნდა დაფიქსირდეს. 

 

 

გუშინ “შავმა ლომმა” მიხეილ მესხზე კაპიტნის ვარჯიში გამართა, რომელსაც საქართველოს ნაკრებისა და “შავი ლომის” ახალი მთავარი მწვრთნელი – ინგლისელი რიჩარდ კოკერილიც ესწრებოდა. 

“კლერმონს ქართულ რაგბისთან მჭიდრო კავშირი აქვს, მის რიგებში არაერთ ლეგენდარულ ქართველ მორაგბეს უთამაშია და ეს ფრანგების დამოკიდებულებაშიც ჩანს. ისინი თბილისში ფაქტობრივად უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდნენ. ვიცით, რომ ურთულესი იქნება გამარჯვება, თუმცა ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს და ამისათვის მაქსიმუმს გავიღებთ.” – მერაბ (ბუკა) შარიქაძე.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მატჩის დაწყებამდე სარაგბო ზეიმი მოეწყობა. 15:30-ზე სტადიონზე ლეგენდარული იამაიკელი მომღერლის – დაიანა კინგის კონცერტი გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგაც მოედანზე გადამწყვეტი მატჩის პირველი სასტვენის ხმა გაისმება. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.