fbpx

თავის მოვლის შეთავაზებები თიბისი კონცეპტისაგან


გააზიარე სტატია

მაშინ როცა ჩვენი ყოველდღიურობა საქმით, ზუსტად განსაზღვრული დღის განრიგით და სტრესით არის დატვირთული, დასვენების და განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სპა- ველნეს- და ფიტნესცენტრებში სტუმრობაა. ეს არის გზა, რომ ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ და დატვირთული რეჟიმისაგან გამოწვეულ დაღლილობას ჯანსაღი ცხოვრების წესით გავუმკლავდეთ. 

თიბისი კონცეპტი მომხმარებელზე ზრუნვის გათვალისწინებით ამჯერად, იანვარში,  სწორედ სპა- ველნეს- და ფიტნესცენტრებში ფასდაკლებებს გვთავაზობს. 

 

Oktopus Fitness Club 

მიუხედავად გადატვირთული რეჟიმისა, ყველა ვთანხმდებით, რომ სპორტდარბაზებში სტუმრობის ჩვევად ქცევა, საკუთარი  თავისთვის საუკეთესოდ  დახარჯული დროა. Oktopus თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტული კლუბია, რომელსაც ამჟამად ოთხი ფილიალი აქვს. გარდა მყუდრო ინტერიერისა და მრავალფეროვანი ტრენაჟორებისა, OKTOPUS FITNESS CLUB-ის  ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა კვირაში 7 დღე 24-საათიანი მომსახურებაა. თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, OKTOPUS-ის სამთვიან აბონემენტს 10%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ.  შეთავაზება ძალაშია 2024 წლის 20 თებერვლამდე

OKTOPUS-ის ფილიალები თბილისში შემდეგ მისამართებზე მდებარეობს: სანდრო ეულის 7, ნინო რამიშვილის 20, პეტრე ქავთარაძის 1-ელი  (სავაჭრო ცენტრი “სითი მოლი”) და ჭაბუა ამირეჯიბის 2. ბათუმის ფილიალს კი ხიმშიაშვილის 29-ში მდებარე „გრანდ მოლის“ შენობაში აღმოაჩენთ. 

 

TSRE

“წრეს” პაკეტები მრავალფეროვანია და ითვალისწინებს თითქმის ყველა საჭიროებისა და გემოვნების მომხმარებლის სურვილებს. სერვისი მოიცავს  კრივის, კიკ-ბოქსის, პილატესის, აერობიკის და სხვა პროგრამებს, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც ჯგუფურად, ასევე აირჩიოთ კონკრეტული მიმართულების ინდივიდუალური პაკეტი. 

თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, სავარჯიშო დარბაზში – “წრე” ნებისმიერი კატეგორიის აბონემენტით სარგებლობას  20%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ.

შეთავაზება ძალაშია 2024 წლის 18 თებერვლამდე.  TSRE ვაკეში, მცხეთის ქუჩის 13 ნომერში მდებარეობს. 

 

Gold’s Gym 

 Gold’s Gym Georgia გლობალური ბრენდის ქართული წარმომადგენლობაა, სადაც გამოცდილი მწვრთნელები და მრავალფეროვანი სავარჯიშო აღჭურვილობა დაგხვდებათ. 

თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, შეგიძლიათ  GOLD’S GYM-ში სპეციალური ფასდაკლებით ივარჯიშოთ.  1-თვიანი და 3-თვიანი ულიმიტო აბონემენტის შეძენისას  20%-იანი, ხოლო 6-თვიანი და 1-წლიანი ულიმიტო აბონემენტით სარგებლობას  25%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ. შეთავაზება ძალაშია 2024 წლის 30 ივნისამდე. 

GOLD’S GYM-ის სპორტდარბაზს თბილისში, აკაკი ბელიაშვილის 117-ში აღმოაჩენთ. 

 

Neptune – Sport Complex

დაწესებულება აერთიანებს 2 საცურაო აუზს, სატრენაჟორო და ფიტნესდარბაზს, მშრალ და ორთქლის საუნას და გასარუჯ ვერანდას.  შეგიძლიათ ისარგებლოთ აკვა ფიტნესით და ასევე სტუდიური ვარჯიშებითაც. სპორტკომპლექსის დიდი აუზი მოძრავი გადახურვის მეშვეობით სეზონურად, გარკვეული პერიოდი დახურულია, ხოლო თბილი ამინდების დადგომასთან ერთად ღია აუზად ტრანსფორმირდება.  

თიბისი კონცეპტის და Mastercard-ის  შეთავაზების ფარგლებში, 24 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით,  შეგიძლიათ  “ნეპტუნის” ნებისმიერი კატეგორიის აბონემენტზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ.  Neptune – Sport Complex ჭავჭავაძის გამზირზე, 49ა-ში მდებარეობს.

 

Bliss Yoga

იოგა ფიზიკური პრაქტიკის ის სახეობაა, რომელიც საუკეთესოდ ზრუნავს ჩვენს ფიზიოლოგიურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე.  თიბისი კონცეპტის შეთავაზებით,  შეგიძლიათ პილატეს სტუდიაში – “ბლის იოგა” 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ. აღსანიშნავია, რომ ფასდაკლება ყველა ტიპის კლასზე ვრცელდება. შეთავაზება ძალაშია 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.  “ბლის იოგა” თბილისში, ვასილ ბარნოვის 76-ში მდებარეობს. 

 

Bioli City Wellness Center

Bioli City Wellness Center-ის მაღალი სტანდარტის სერვისი მრავალფეროვან სპა პროცედურებს გვთავაზობს და თითოეული ეს პროცედურა ჩვენს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე ერთნაირი წარმატებით ზრუნავს. 

თიბისი კონცეპტის შეთავაზებით,  Bioli City Wellness Center-ის მანუალურ პროცედურებსა და  მრავალფეროვან ველნეს-პაკეტებზე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.  ველნეს-პაკეტის შეძენისას დამატებით საჩუქრად მიიღებთ ჯანმრთელობის რისკების საერთო შეფასების ტესტსა და თმის, თავის კანის დიაგნოსტიკას. შეთავაზება ძალაშია 2024 წლის 31 იანვრამდე.

Bioli City Wellness Center თბილისში, ტარას შევჩენკოს 5-ში მდებარეობს.  

 

Sam Raan Spa & Wellness Centre

თუ გსურთ, ყოველდღიურ რუტინას მოსწყდეთ და ახალი ენერგიით დაიმუხტოთ, ამისათვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია “სამ რაან სპა”. სერვისები, სპა ზონები, ინტერიერი, კომფორტი – ამ ყველაფერს აქ, ერთ სივრცეში აღმოაჩენთ.  თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს “სამ რაან სპაში”

შერჩეულ პროცედურებზე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ. ამავე შეთავაზების ფარგლებში, 1- 3- 6- ან 12-თვიანი საწევრო აბონემენტის შეძენისას ასევე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება. შეთავაზება ძალაშია 2024 წლის 31 დეკემბრამდე.

Sam Raan Spa & Wellness Centre თბილისში, იალბუზის ქუჩის 14-ში მდებარეობს. 

 

Anne Semonin Spa

“ენ სემონინ სპა” სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში” მდებარეობს და მომხმარებლებს მაღალი სტანდარტის სერვისს სთავაზობს.  თიბისი კონცეპტის შეთავაზებით,  ენ სემონინის სპაში 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. ფასდაკლება ვრცელდება ყველა იმ პროცედურაზე, რომლის ხანგრძლივობა 1 საათიდან იწყება. შეთავაზება ძალაშია 2024 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
“ენ სემონინის სპა” თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მდებარეობს. 

 

Axis Towers Wellness Centre

Axis Towers Wellness Centre-ში მრავალფეროვანი სპა სივრცე დაგხვდებათ. აქ აღმოაჩენთ აუზს, ჯაკუზებს, სპორტდარბაზს, საუნებს. სერვისი ასევე მოიცავს სპა პროცედურებს.  

თიბისი კონცეპტის შეთავაზებით,  შეგიძლიათ,  “აქსის თაუერს ველნეს ცენტრში” სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლოთ. 15-ვიზიტიან ულიმიტო აბონემენტზე 15%-იანი ფასდაკლება ვრცელდება. ფიტნესის ულიმიტო აბონემენტის შეძენას კი 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ. შეთავაზება ძალაშია 2024 წლის 18 თებერვლამდე.

Axis Towers Wellness Centre თბილისში, ილია ჭავჭავაძის 37მ-ში მდებარეობს. 

 

Pauza

“პაუზა” სასტუმრო “შერატონის” სპა ცენტრია, რომელიც განტვირთვისა და დასვენებისათვის სხვადასხვა პროცედურას გთავაზობთ.  თიბისი კონცეპტის შეთავაზების მიხედვით,  “პაუზაში” შესაძლებლობა გაქვთ სპა პროცედურებზე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ.  ნებისმიერი პროცედურის დაჯავშნის შემთხვევაში, ასევე ისარგებლებთ სპა სივრცეებით: საუნა, აუზი, ჯაკუზი და სავარჯიშო დარბაზი.  შეთავაზება ძალაშია 2024 წლის 18 იანვრიდან 29 თებერვლის ჩათვლით.

სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი”, თელავის ქუჩის  20 ნომერში მდებარეობს.

 

თიბისი კონცეპტის თავის მოვლის შეთავაზებების შესახებ 

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ   ბმულზე

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.