fbpx

Mother Ship – უტა ბექაიასა და რუსუდან ხიზანიშვილის გამოფენა გალერეა Window Project-ში


გააზიარე სტატია

გალერეა Window Project წარმოგიდგენთ უტა ბექაიასა და რუსუდან ხიზანიშვილის მულტიდისციპლინურ გამოფნას – Mother Ship.

გამოფენა დედამიწაზე სიცოცხლის სემიოტიკური პროცესის ვიზუალური ენით კვლევას გვთავაზობს. იგი დროის ასპექტის მნიშვნელობასაც იკვლევს, რადგან დედამიწა ანიხილება, როგორც პლანეტა, სადაც სიცოცხლის პროცესი მიმდინარეობს და ადამიანების ცივილიზაცია ვითარდება.

უტა ბექაია და რუსუდან ხიზანიშვილი დროის პერსპექტივიდან კვლევის გატანას ხომალდის მანიპულაციით ახერხებენ; იმიტირებულმა ხომალდმა დროის განზომილება დატოვა და სიცარიელეში იმყოფება.

პროექტის პირველი ნაწილი სიცოცხლის ბიოლოგიურ საწყისს იკვლევს, რომელიც ერთის მხრივ საკრალურ მნიშვნელობას ატარებს და სიცოცხლის ცირკულაციის სიმბოლოა, ხოლო მეორეს მხრივ ცივილიზაციის არჩევანს დესტრუქციის პროცესამდე მიჰყავს და წარსულის არტეფაქტებად აქცევს.

მეორე ნაწილი დედამიწაზე სემიოტიკური პროცესის ლინგვისტურ და ვიზუალურ მეხსიერებას იკვლევს, რაც თავის მხრივ განუყოფელ კავშირშია მისტიციზმთან და ცოცხალი აზრის კვლევასთან.

თამუნა არშბა

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.