იმოგზაურე თეატრალურ სამყაროში Mastercard-თან ერთად
Mastercard ქართული თეატრების – რუსთაველის ეროვნული თეატრის, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის, თავისუფალი თეატრისა და ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მხარდამჭერი და თეატრალური სეზონების წარმდგენი გახდა!
Mastercard-ის მომხმარებლები შეუფასებელი თეატრალური შეთავაზებით ისარგებლებენ – სპეციალური ბრენდირებული ლოჟები და ადგილები საუკეთესო რიგებში, სპექტაკლის წინ ექსკურსიები უცნობ დარბაზებში, უნიკალური ისტორიული მასალების გაცნობა და თანამედროვე ოპერის, ბალეტისა და თეატრის ვარსკვლავებთან, მსახიობებთან და რეჟისორებთან შეხვედრები, ბილეთების ექსკლუზიურად, წინასწარ დაჯავშნა და სხვა უამრავი პრივილეგია Mastercard-ის ბარათის მფლობელებს თეატრის ფარდის მიღმა სამყაროს აღმოჩენას ჰპირდება.
თეატრალურ სამყაროში მოგზაურობის გარდა, Mastercard მაყურებლებს შთამბეჭდავ ვიდეო სერიებს უმზადებს, რომლებიც ქართული თეატრების მდიდარ ისტორიას მიეძღვნება. ეს სერიები კონკრეტულ თეატრებზე, სპექტაკლებზე, მათი შექმნისა და განვითარების ამბებზე, მსახიობებსა თუ კულისებში არსებულ განსაკუთრებულ ატმოსფეროზე გვიამბობს.
დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონული მენეჯერი საქართველოსა და სომხეთში: „ეს თანამშრომლობა გლობალურ ფინანსურ ლიდერსა და ქართულ თეატრებს შორის კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ აძლიერებს Mastercard ადგილობრივ კულტურულ ცხოვრებას და ამასთან, ერთგულ მომხმარებლებს შეუფასებელ გამოცდილებასთან ერთად უამრავ პრივილეგიას უქმნის. Mastercard ყოველთვის მხარს უჭერს ქართული კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებს. გასულ წელს ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიებები წარვადგინეთ კლასიკური მუსიკის, მოდის, ელექტრონული მუსიკისა თუ კინოს მიმართულებით და პარტნიორებთან ერთად უამრავ საინტერესო საღამოზე ვუმასპინძლეთ ჩვენი ბარათების მფლობელებს. ვეცდებით, წლევანდელი წელი კიდევ უფრო განსაკუთრებული იყოს!”
Mastercard-ის შესახებ: Mastercard ტექნოლოგიური კომპანიაა გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც 210-ზე მეტ ქვეყანაში ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com