ბავშვთა ადრეული განვითარების უნიკალური შესაძლებლობა საქართველოში – Bloom Baby Classes Georgia
ლიკა სარალიძე და ნინო კუხალაშვილი ემიგრაციიდან საქართველოში ერთი იდეის გამო დაბრუნდნენ. იდეა, რომელმაც მეგობრები დიდი მიზნისთვის გააერთიანა, ბრიტანეთში ცხოვრების დროს აღმოაჩინეს. ბავშვთა ადრეული განვითარების ექსპერტმა ვიქტორია ჯენინგსმა დიდ ბრიტანეთში BLOOM BABY CLASSES დააარსა, რომელიც ჩვილებს განვითარებაში ეხმარებოდა. სწორედ ამ კლასების გაცნობის შემდეგ დარწმუნდნენ მეგობრები, რომ ბავშვის დაბადებიდანვე განვითარებასა და ემოციურ ხელშეწყობაზე ზრუნვის პროგრამა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობდა. ასე გახდნენ ნინო და ლიკა ბრიტანული BLOOM BABY CLASSES-ის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში.
ლიკა – ჩვილი ბავშვების ადრეული განვითარება და მათზე ზრუნვა – ესაა იდეა, რომელმაც მე და ნინო შინ დაგვაბრუნა. იმდენად გვიყვარს ბავშვები და საქმე, რომელსაც გულწრფელად ვემსახურებით, დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველ მშობლებს ამ პროგრამის საჭიროებაში დავარწმუნებთ. ჩვენი უდიდესი სურვილია, რომ ერთად შევძლოთ მომავალი თაობის უკეთესი ფიზიკური, ინტელექტუალური და ემოციური განვითარების ხელშეწყობა. ეს არის ადრეული სენსორული განვითარების პროგრამა. სენსორული ნიშნავს გრძნობის ორგანოების ფუნქციების გაღვიძებას. ეს პროგრამა მეცნიერულად დადასტურებულად წაახალისებს ბავშვის გრძნობის ორგანოების ფუნქციებს, რითაც ხელს უწყობს ტვინის სტიმულაციას. სტიმულაციის გარეშე კი ბავშვის ტვინი, რომელიც უზარმაზარი რესურსია, ფაქტობრივად უფუნქციოა. სტიმულაცია იწვევს ახალი ნეირონული კავშირების შექმნას, რაც პატარას დაეხმარება უკეთ ადაპტირდეს გარემოში. მაგალითად, სამ თვემდე ასაკის ბავშვის ტვინში ორ მილიონამდე ახალი ნეირონული კავშირი წარმოიქმნება, 6 თვის ასაკისთვის ბავშვის ტვინი მოზრდილის ტვინის 50%-ია, წლამდე კი – 80%. სწორედ ამიტომ, ფაქტობრივად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ტვინის განვითარებაზე დაბადებიდანვე ზრუნვას.
ნინო – ბრიტანეთში ცხოვრების დროს არასოდეს გაგვიწყვეტია კავშირი საქართველოსთან. გვინდოდა საინტერესო საქმიანობის წამოწყება, რომელიც სარგებლობას მოუტანდა ჩვენს ქვეყანას.
ნოემბერში გავხსენით BLOOM BABY CLASSES GEORGIA და დავიწყეთ ჩვილ ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის დანერგვა. ეს არის მხიარული, პოზიტივით სავსე ადგილი, სადაც კვირაში ერთხელ, 45 წუთის განმავლობაში ბავშვები და მშობლები ერთად ატარებენ დროს და ქმნიან ბედნიერი მოგონებების წუთებს.
გაკვეთილზე მშობლებს ვუხსნით, რა სარგებლობა აქვს ამა თუ იმ აქტივობას და ვაძლევთ ინსტრუქციას, შემდეგ კი სპეციალურად ბლუმის კლასებისთვის შექმნილი მუსიკის თანხლებით ყველა ერთად ვერთვებით აქტივობაში.
ჩვენი სიმღერები ჰარმონიულად აბალანსებს აქ გატარებულ ყოველ წუთს და ჯადოსნურ გარემოს ქმნის.
ლიკა – ჩვენს კლასებში მშობლებს შეუძლიათ აიღონ იდეები, თუ როგორ შეიძლება სახლის პირობებში დაეხმარონ თავიანთ პატარებს განვითარებაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს თანმიმდევრული საუკეთესო შედეგის მისაღებად.
ჩვენი პროგრამის მთავარი ფილოსოფია და იდეა მშობელთან გატარებული ხარისხიანი დროა. “ბლუმ ბეიბი კლასის” პროგრამა გათვლილია 0-იდან 6 თვემდე და 6-იდან 15 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის.
0-იდან 6 თვემდე კლასს მუხლუხების (CATERPILLAR) კლუბი ჰქვია. მუხლუხების კლუბში ბავშვების ბუნებრივ განვითარებას ვუწყობთ ხელს. მაგალითად, როგორიცაა მუცელზე წოლის დრო (Tummy time). ეს აქტივობა ძალიან ეფექტურია კისრისა და ზოგადად, სხეულის კუნთების გასამაგრებლად. მუხლუხების კლუბის ყოველი სესია დამამშვიდებელი მასაჟით სრულდება.
ჩვენი ინსტრუქციის თანხლებით მშობელი თავად უკეთებს პატარას მასაჟს და ამით ხელს უწყობს ემოციური კავშირის გამყარებას ბავშვთან. დედის ალერსიანი მასაჟი პატარას მშვიდი და ღრმა ძილისთვის ამზადებს.
ბლუმის მეორე ასაკობრივ ჯგუფს – მოფუსფუსე ფუტკრების კლუბი (BUSY BEES) ჰქვია. აქ პატარები ცოცავენ, ცნობისმოყვარეობით აკვირდებიან სენსორულ სათამაშოებს და განათებებს. ივითარებენ ნატიფ და უხეშ მოტორულ უნარებს, თვალების, ხელების კოორდინაციას. ასევე, ცდილობენ კომუნიკაციას თანატოლებთან და ბლუმის ულამაზესი მუსიკის მეშვეობით მეტყველების ადრეულ უნარ-ჩვევებს ივითარებენ.
ნინო – ჩვენი გარემო მეგობრული, ბედნიერი და უსაფრთხოა, სადაც ყველა ჰარმონიულად იგრძნობს თავს. თანამედროვე სამყაროში, სადაც დედასთან გატარებული დრო, რომელსაც მკაცრი რუტინა სულ უფრო მეტად ამცირებს, მეტად დასაფასებელი ხდება. ჩვენ სწორედ ამ დანაკლისის შევსებას ვცდილობთ ბლუმის კლასებში.
ჩვენთან პატარები კომუნიკაციის პირველ საფეხურებს გადიან, რაც მათ მომავალში სკოლასა და ბაღში მარტივ ადაპტაციაში დაეხმარება. დედებს კი, რომლებიც მშობიარობის შემდეგ პოსტნატალურ დეპრესიას განიცდიან, “ბლუმ ბეიბი კლასში“ მხარდაჭერა და ზრუნვა დახვდებათ. დედის კეთილდღეობა ხომ პატარას ჯანსაღი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
https://bloombabyclasses.com/ka/georgia/
https://www.instagram.com/bloombabyclassesgeorgia
https://www.facebook.com/bloom.baby.classes.georgia