fbpx

.GWATTA. – Out of Body – გვანცა ჯაფარიძის მუსიკალური ალბომი


გააზიარე სტატია

 

9 თებერვალს თეატრ ჰარაკში გაიმართება გვანცა ჯაფარიძის .Gwatta.-ს მუსიკალური ალბომის, Out Of Body-ს პრეზენტაციული პერფორმანსი, რომლის ჟანრობრივი თავისებურებები და დრამატურგიული ხაზის განვითარება მუსიკალური სპექტაკლის სახით ფორმირდება.

Out Of Body მუსიკალური სპექტაკლია, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის თემას ეხება, გვიყვება, თუ რას გრძნობს ადამიანი მენტალური კრიზისის დროს. აღწერს მარტოობის, შფოთვის მდგომარეობასა და ტრავმასთან გამკლავების რთულ პროცესს. 

მთავარი გმირი – .Gwatta., იმ ფსიქო-ემოციური ტრანსფორმაციის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მენტალური კრიზისის დროს გადის. პერფორმანსის დროს .Gwatta.-ს ალტერ ეგოები უცნობი განზომილებიდან აღწევენ ჩვენამდე და მინიშნებებს გვაძლევენ.

პროექტის მუსიკალურ ნაწილს წარმოადგენს 5 ადამიანისგან შემდგარი სინთესტრა – სინთეზატორებით დაკომპლექტებული ორკესტრი. მუსიკალური წარმოდგენა შედგება როგორც ალბომში შემავალი სიმღერებისგან, ასევე სხვა ორიგინალური ნაწარმოებებისგან.

დადგმასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად თავად ავტორს ვთხოვეთ, გაეზიარებინა ჩვენთვის მუშაობის პროცესის გამოცდილება. 

გვანცა ჯაფარიძე: სინთესტრას იდეა თავიდანვე გამიჩნდა, როგორც კი გადავწყვიტე ამ ალბომის, Out Of Body-ს (რომელსაც ახალი სასცენო სახელით, .Gwatta. ვუშვებ) საპრეზენტაციო პერფორმანსის გაკეთება. პირველად სინთესტრას შესახებ ფინეთში სწავლისას გავიგე და ძალიან მოვიხიბლე ამ ინოვაციური იდეით, აქამდე არ მსმენოდა მსგავსი შემადგენლობის შესახებ. სიმღერებზე მუშაობის პროცესში მივხვდი, რომ ჩემი მუსიკა ლაივში მარტივად ვერ გაჟღერდებოდა მხოლოდ აკუსტიკურ ინსტრუმენტებზე, იმიტომ, რომ არანჟირებები უმეტესად ციფრულ და ანალოგ ინსტრუმენტებზე მაქვს გაკეთებული. დღეს, საბედნიეროდ, იმის ფუფუნება გვაქვს მუსიკოსებს და პროდიუსერებს, რომ ძვირადღირებული სტუდიის ნაცვლად, შეგვიძლია საკუთარ სახლშიც კი მოვიწყოთ სტუდია და მარტომ, სრულიად ინტიმურ გარემოში ვიმუშაოთ. შემდეგ დავიწყე მუსიკოსების მოძიება, პარტიტურების კეთება და მუსიკალური პარტიების ნელ-ნელა გადატანა სინთეზატორებზე. საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა რეპეტიციები, ბევრს ვნერვიულობდი, მსურდა, რომ სტუდიური ჩანაწერებისგან დიდად განსხვავებული არ ყოფილიყო ცოცხალი შესრულება. საბედნიეროდ,  გამიმართლა მუსიკოსებში, მათთან მუშაობა ძალიან კომფორტული აღმოჩნდა. 

არასტანდარტული მუსიკალური ნაწილის გარდა, პერფორმანსი ასევე სადადგმო ნაწილსაც მოიცავს, რაზეც ბოლო ერთი წელია ვმუშაობ ორ ადამიანთან  – თათა თავდიშვილთან და ტატო გელიაშვილთან ერთად. 

მსგავსი კოლაბორაციები ყოველთვის მაინტერესებდა, თან ალბომი დრამატურგიულად შინაგან მოგზაურობაზეა და მუსიკასთან ერთად, სხვა ელემენტების ჩართვა კიდევ უფრო კარგად გამოხატავს სათქმელს. ვფიქრობ, რომ მენტალური ჯანმრთელობის ირგვლივ უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ, მეტი სივრცე დავუთმოთ და შემოქმედებითაც გამოვხატოთ. “მე – როგორც ყველა და ყველა – როგორც მე” – ზუსტად აღწერს პერფორმანსის კონცეფციას, რომ ჩემი ამბავი, სხვისი ამბავიც არის და პირიქით, ჩვენ ადამიანები ვერთიანდებით გამოცდილებით.

პანდემიის შემდეგ პრობლემა უფრო აქტუალური გახდა, თუმცა სტიგმის გამო, საკითხი  მეტ ყურადღებასა და მხარდაჭერას მოითხოვს. ამ პროექტის მიზანია, მაყურებელში გააღვივოს გაზიარების სურვილი და თანაგრძნობა.

მუსიკა – .Gwatta. a.k.a გვანცა ჯაფარიძე

რეჟისორი, ქორეოგრაფი, მხატვარი – თათა თავდიშვილი, ტატო გელიაშვილი

ანიმაცია – კოკა კიტია

.Gwatta. Feat Synthestra:

  • გვანცა ჯაფარიძე
  • ქეთი ალექსიშვილი
  • ელის ავალიშვილი
  • სოფო ჩხეიძე
  • ზიკო ზვიად ნაზღაიძე

მსახიობები:

  • ნინო ნოზაძე
  • მარიამ ყიფიანი
  • მარი ენგურელი
  • მიხეილ ზაქაიძე
  • გუგა ქაცარავა

მხარდამჭერები: თიბისი კონცეპტი, ვიზა, ლექსუსი, კოკა-კოლა, ავერსის კლინიკა.

ორგანიზატორი: სტოქტონი

ლოკაცია: თეატრი ჰარაკი (მელიქიშვილის 20)

დასაწყისი – 21:00

თიბისი კონცეპტის Visa ბარათებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.