fbpx

ზაარბრიუკენის მოედანზე გიორგი ხანიაშვილის ქანდაკება – “დროის ნაწნავები” განთავსდა


გააზიარე სტატია

თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი

გიორგი ხანიაშვილი

“დროის ნაწნავები”

კურატორი: ირინა პოპიაშვილი

ზაარბრიუკენის მოედანი, თბილისი

ფოტო: გურამ კაპანაძე, გიორგი ნაზღაიძე

გიორგი ხანიაშვილის „დროის ნაწნავები” წარმოადგენს სამ მეტრამდე სიმაღლის ყვითელი ტუფის ქვაში გამოთლილ მონოლითურ ქანდაკებას. ქანდაკება გამოსახავს ქალის ფიგურას, რომელსაც თმები ტანზე აქვს შემოხვეული.

ქალის სხეული მასზე დახვეული თმებითაა შეფუთული და ფეხებისკენ თმები ფესვების ფორმას იღებს. ჩვენი შეხვედრა ანტიკურ კულტურასთან არგონავტების მითით, კერძოდ კი მედეას სახით იწყება. მოგვიანებით ელინისტური კულტურა ქრისტიანობის სახით შემობრუნდა ჩვენსკენ და ეს შეხვედრა ახლაგაზრდა ქალის თმის ნაწნავებით იყო შეკრული და გადაბმული.

თმის ნაწნავები ვაზის ორნამენტად შემოერტყა არა მარტო ქვის ფასადებს, არამედ ვიზუალურ და შინაარსობრივ-მსოფლმხედველობრივ გარე სამყაროს, რომელშიც ჩვენი კულტურა ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული კულტურა ყოველთვის იყო ცივილიზაციათა გადაკვეთაზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ჩვენი შეხვედრა ანტიკურკულტურასთან, განსაკუთრებით მის ქრისტიანულ ტრანსფორმაციასთან საკვანძო გამოდგა. მასთან დიალექტიკურ ურთიერთობაში ჩამოყალიბდა ჩვენი იდენტობა, რომელიც დღემდე განსაზღვრავს ქართულ კულტურას და მის სახეს.

გიორგი ხანიაშვილის ქანდაკება სწორედ ამ დიალექტიკურ ურთიერთქმედებათა რეფლექსიაა, რომელიც საბოლოო ჯამში ასეთ ჰიბრიდულ ფორმას იღებს, სადაც ანტიკური სახე და ელინისტური თმის ფორმა ნელნელა იშლება, ხოლო რაც უფრო უახლოვდება ტერფებს.

გთავაზობთ ქართველი ხელოვანებისა და ხელოვნებათმცოდნეების შეფასებას მოცემულ ნამუშევარზე:


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.