fbpx

თიბისი კონცეპტი UK Bridge-ის განათლების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს


გააზიარე სტატია

UK Bridge-ის ყოველწლიური ღონისძიება – განათლების საერთაშორისო გამოფენა 2024 წელს პირველად  TBC Concept-ის მულტიფუნქციურ სივრცეში 2 მარტს ჩატარდება და ის  12:00-იდან 18:00 საათამდე გაგრძელდება.

გამოფენაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ პირადად შეხვდნენ UK Bridge-ის პარტნიორ სკოლებსა და უნივერსიტეტებს. მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა პროგრამების, ჩარიცხვის პროცედურების, ფასების და იმ სხვა მრავალი შესაძლებლობის შესახებ, რომლებსაც UK Bridge სთავაზობთ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საზაფხულო სკოლები მოზარდებისთვის, სკოლა-პანსიონები და უნივერსიტეტები სხვადასხვა ქვეყნებიდან: დიდი ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, შვეიცარია და სხვ. UK Bridge – ადგილზე გაგიწევთ უფასო კონსულტაციას, თქვენი მოთხოვნებიდან და სურვილებიდან გამომდინარე შეგარჩევინებთ და შეგახვედრებთ სკოლასა თუ უნივერსიტეტს.

გამოფენასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ მის მთავარ ორგანიზატორს – ნუცა ქურიძეს. 

რა სიახლეებს სთავაზობთ წელს მოსულ სტუმრებს?

წელს ის სიახლე გვაქვს, რომ გამოფენის ახალ ადგილას ვატარებთ. თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში. UK Bridge 2008 წლიდან არსებობს და 2010 წლიდან გამოფენას ყოველთვის ზამთრის მიწურულს ვაწყობთ, რადგან ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა ოჯახები იწყებენ ზაფხულის დაგეგმვას, ფიქრობენ, სად და როგორ გაატარონ მათმა შვილებმა საინტერესო, პროდუქტიული და მხიარული არდადეგები. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ პირადად შეხვდნენ საზაფხულო სკოლების წარმომადგენლებს, დაათვალიერონ სკოლა, გაეცნონ პროგრამას და აირჩიონ სასურველი კურსი.

 

რატომ არის ბავშვისთვის მნიშვნელოვანი საზაფხულო სკოლა, რა როლს თამაშობს იგი მოზარდის განვითარების გზაზე?

დახურულ საზაფხულო სკოლებში მიემგზავრებიან ბავშვები 8-იდან 17 წლამდე – ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად. კურსზე გამგზავრებისთვის არ არის აუცილებელი ენის ცოდნის განსაკუთრებული დონე. ზოგადი ინგლისურის გარდა, ბავშვებს საშუალება აქვთ აარჩიონ მათთვის საინტერესო პროფესიული კურსიც, მაგალითად, ბიზნესის, ხელოვნების, ინჟინერიის, ლიდერობის და სხვა. საზაფხულო სკოლები ძალიან კარგი შესაძლებლობაა დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის ადაპტაციისთვის და საერთაშორისო გარემოსთან შეგუებისთვის. ვინც მოამავალში უმაღლესი განათლების მიღებას გეგმავს საზღვარგარეთ, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ყოველ წელს ვესწრებით განათლების გამოფენებს, სადაც ვხდებით ახალ პარტნიორებს. მაგალითად,  შარშან აქტიურად ვითანამშრომლეთ  შვეიცარიის სკოლა-პანსიონებთან, წელს ჩვენი დახმარებით ავსტრიის სკოლა-პანსიონში მიემგზავრება სტუდენტი. ასევე ყოველ წელს ახალი რეიტინგული უნივერსიტეტები ემატება ჩვენი პარტნიორების სიას.

მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ გათამაშებაში და მოიგონ:

გამოფენაზე დასასწრებად და გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

  • პროგრამაში შედის სწავლა, ცხოვრება, სამჯერადი კვება, ექსკურსიები.
  • სტუდენტის მიერ დასაფარი იქნება ბილეთის და ვიზის საფასური.

 

UK Bridge  სასწავლო ცენტრია, რომელიც მოსწავლეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ეხმარება ჰქონდეთ წვდომა საზღვარგარეთ არსებულ სასწავლო პროგრამებთან და ამავდროულად,  კომუნიკაცია – სასწავლო დაწესებულებებთან.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.