fbpx

განსხვავებული პროფესიები და საერთო გზა ტექნოლოგიურ სამყარომდე


გააზიარე სტატია

განსხვავებული პროფესიები და საერთო გზა, რომელიც, თუ საინფორმაციო ტექნოლოგიური მიმართულებით მიდიხარ, აუცილებლად Making  Science Sweeft-ის კარიერული აქსელერაციის პროგრამამდე მიგიყვანს. 

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, თუკი პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით საბაზისო ცოდნა გააჩნია. ამჟამად დარეგისტრირება 18 სხვადასხვა მიმართულებით 21 თებერვლამდე იქნება შესაძლებელი, დარეგისტრირდი.

Making Science Sweeft – კარიერული აქსელერაციის პროგრამაა, რომლის მხარდამჭერია USAID-ის პროგრამა, სახელად „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“. სწავლება 6 თვის განმავლობაში გრძელდება და მონაწილეები რეალურ გარემოში, რეალურ ბიზნეს ქეისებზე მუშაობენ, რაც მათ საშუალებას აძლევს, განიმტკიცონ ტექნიკური ცოდნა და უნარები.

რადგან ჯერ ისევ აქ ხარ და კვლავ აგრძელებ კითხვას, მინდა გიამბო იმ თავგადასავლებით სავსე გზაზე, რომელსაც ოთხი სრულიად განსხვავებული პროფესიის ადამიანი დაადგა და ტექნოლოგიურ სამყაროში მოგზაურობა სწორედ ჩვენთან  დაიწყო.

გზა თეატრიდან  ტექნოლოგიურ სამყარომდე 

გაიცანით დიმა,  მან თეატრის მტვერი ნულებითა და ერთიანებით ჩაანაცვლა. ამ მიმართულებით აქამდე არანაირი გამოცდილება არ ჰქონია, თუმცა სურვილმა ემუშავა რეალურ პროექტებზე აქსელარაციის პროგრამის ფარგლებში, საშუალება მისცა Making  Science Sweeft-ის გუნდის ერთ-ერთი წარმატებული წევრი გამხდარიყო. დღეს ის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებით –  React Native  დეველოპერად მუშაობს.

 

გზა ინგლისური ენის  მასწავლებლობიდან  MERN Stack Developer-მდე  

ამჟამად გიგას ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი სწორედ ის სიღრმისეული და საინტერესო პროფესიაა, რომელსაც მასწავლებლობის დროს “ჰობის” უწოდებდა.  პროგრამირების შესწავლის შემდეგ, USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ გიგას   სურვილების რეალიზებაში დაეხმარა და ის პირველი ნაბიჯები გადაადგმევინა,  რომელმაც საკუთარ შესაძლებლობებში უფრო მეტად დაარწმუნა. 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში  საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებზე მოთხოვნა ძალზედ  დიდია და გლობალური დასაქმების ბაზარი მუდმივად ითხოვს კვალიფიციურ კადრებს.

გოგოები ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში – მოულოდნელი, მაგრამ სრულფასოვანი გზა კარიერული მიზნისკენ ელენეს და ნინის პროფესიების თანხვედრის  რა გითხრათ, თუმცა ისტორიებს, რომლებიც მათ წარმატებასთან არის დაკავშირებული,  Making  Science Sweeft-ის კარიერული აქსელერაციის პროგრამა აერთიანებს.

ელენე ბავშვობაში მსახიობობაზე ოცნებობდა, თუმცა საბოლოოდ IOS-ის მიმართულებით REACT NATIVE დეველოპერობა გადაწყვიტა და ახლა მობილური აპლიკაციების შექმნაზე მუშაობს. პროგრამული უზრუნველყოფის საწყისები მეგობრის სურვილით ისწავლა და ასე იპოვა ახალი გატაცება და მიზანი ცხოვრებაში. ელენეს არასდროს ავიწყდება მისი მენტორის მეგობრული რჩევა: „ეცადე გაუმკლავდე ყველა გამოწვევას და არასდროს გაჩერდე“.

აქ ვინმეს აგიზგიზებული ტაფის შხრიალი ხომ არ მოესმა? რადგან, თუ მეორე შანსის და ცვლილებების არ გეშინია, ნინოს ისტორია საუკეთესო მაგალითია იმისა,  როგორია გზა Making  Science Sweeftმდე მისასვლელად.  

„შენი ოცნების ასრულებას არ დაელოდო – იმოქმედე.“ მუდამ გადარბენაზე მყოფი შეფმზარეულს – ნინოს გული ყოველთვის ტექნიკური ინდუსტრიისკენ  მიიწევდა და ახლა უკვე SQL Developer-ის პოზიციაზე მუშაობს. 

“მე მქონდა წარმოუდგენელი შესაძლებლობა Making Science Sweeft-ის კარიერული აქსელერაციის პროგრამის მონაწილე ვყოფილიყავი, სადაც შევძელი ჩემთვის სასურველი პროფესიის დაუფლება. აღმოვჩნდი ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც მუდმივად ზრუნავდნენ ჩემს კარიერულ ზრდაზე.”

ნინომ მონაცემთა ანალიტიკოსობასთან ერთად,  ე.წ. რბილი უნარებიც განავითარა, რამაც მეტი თავდაჯერებულობა შემატა და მოამზადა რეალურ სამყაროში გამოწვევების დასაძლევად. 

ტექნოლოგიური პროფესიები სათანადოდ ათვისებული არაა,  შესაბამისად, ამ მიმართულებით ადგილობრივი ბაზარი მუდამ კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტს განიცდის. ამ  პრობლემას კომპანია იაზრებს და საკუთარ თავზე იღებს როგორც ინტერნის მომზადებას, ასევე ანაზღაურებადი სტაჟირებით მათ უზრუნველყოფასა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის არეალის გაზრდასაც.

539 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.