fbpx

WINTER JAZZ Gudauri 2024 – ვის მოუსმენთ ჯაზფესტივალზე გუდაურში


გააზიარე სტატია

24 – 25 თებერვალს, გუდაურში, სასტუმრო კარპე დიემსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი Winter Jazz 2024 გაიმართება.

წლევანდელ ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 11 არტისტი სტუმრობს, რომლებიც ორი დღის განმავლობაში გუდაურის სტუმრების წინაშე წარსდგებიან. სასიამოვნო, გასართობ გარემოსთან ერთად ტერიტორიაზე ბევრ სხვადასხვა აქტივობას შემოგთავაზებთ.

 

24 თებერვალი, შიდა სივრცე/დახურული სცენა,  The music of Joe Zawinul (We Speak LUNIWAZ)

 

Scott Kinsey- keyboards

 კიბორდისტი სკოტ კინსი,  კრეატიული იმპროვიზატორი და ნაყოფიერი კომპოზიტორი,  რომელიც 20 წელზე მეტი განთქმული ჯაზფიუჟენ ჯგუფის Tribal Tech-ის წევრი იყო, ლეგენდარული ჯო ზავინულის მუსიკის ერთ-ერთ წამყვან შემსრულებლად ითვლება.

 მისი ხანგრძლივი და მრავალფეროვანი კარიერის განმავლობაში კინსი სცენაზე მსოფლიოს ისეთ სახელგანთქმულ მუსიკოსებთან ერთად იდგა, როგორებიცაა – ჯონ მაკლაფლინი, კურტ როზენვინკელი, სკოტ ჰენდერსონი, ბილ ევანსი (საქსოფონი), მეთიუ გარისონი, დენის ჩემბერსი, აირტო მორეირა, ვილი კოლაიუტა და მრავალი სხვა.

უნდა აღინიშნოს კინსის მიერ შექმნილი კომპოზიციები კინოს საუნდტრეკებისთვის, მათ შორის  – Ocean’s ცნობილი ფილმებისთვისაც.  ასევე, ის ლეგენდარული ჯო ზავინულის მარჯვენა ხელი იყო საუნდისა და მუსიკალური იდეების ტექნიკურად განხორციელების მიმართულებით.  სიკვდილის წინ ზავინულმა მისი მუსიკალური დანატოვრის გაგრძელების მისია სკოტ კინსის თავად დააკისრა და სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ ფესტივალის სტუმრებს თანამედროვე მუსიკოსების მიერ დიდი ოსტატობით შესრულებული Weather report-ის ან Zawinul Syndicate- ნაცნობი ჰანგების მოსმენის საშუალება ექნებათ. ამასთან ერთად, ბენდი, რომელიც თავად კინსის მიერ არის სპეციალურად დაკომპლექტებული, მისივე ორიგინალურ კომპოზიციებსაც შეასრულებს

 

Seamus Blake-  saxophone

1970 წელს ბრიტანეთში დაბადებული, ნიუ-იორკსა და პარიზში მოღვაწე საქსოფონისტი და კომპოზიტორი აღიარებულია, როგორც თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ჯონ სკოფილდმა, რომელმაც სწორედ ბლეიქი შეარჩია თავის  Quiet Band-ში დასაკრავად, მასექსტრაორდინარული და ტოტალურისაქსოფონისტი უწოდა24-წლიანი კარიერის განმავლობაში ბლეიქი ჩამოყალიბდა, როგორც ძლიერი ბგერის მქონე დახვეწილი მუსიკოსი. მისი როგორც ლიდერის მოსმენა თექვსმეტ, ხოლო როგორც საიდ მენის, სამოცდაათზე მეტ ალბომზეა შესაძლებელი, მათ შორისთელონიუს მონკის ბიგ ბენდის ექვს  ალბომზე, რომელთაგანაც ყველა გრემიზე იყო წარდგენილი, რამაც თავის მხრივ სიმუს ბლეიქს მოთხოვნადი სოლისტის სახელი მოუტანა. გონზალო რუბალკაბას 20015 წლის,  ასევე გრემიზე წარდგენილ ალბომზე, სიმუს ბლეიქი პირველადაა ჩასაბერი   ელექტროინსტრუმენტით წარმოდგენილიაღსანიშნავია, რომ 2023 წლის განმავლობაში სიმუსი პინკ ფლოიდის ცოცხალ ლეგენდასთან, როჯერ უოერსთან ერთად ატარებდა ტურს  -This Is Not a Drill.

 

Francisco Fattoruso- electric Bass

1979 წელს დაბადებული ურუგვაელ-ამერიკელი ბასისტი ფრანცისკო ფატორუსო, ცნობილი მუსიკოსის, ჰუგო ფატორუსოს შვილია, რომელიც მილტონ ნასიმენტოს ბენდში ირიცხება.

 ფატორუსო ცნობილია ემოციურად დატვირთული, თუმცა შესრულების თვალსაზრისით, დაკვრის ძალდაუტანებელი მანერით. მას ახასიათებს კომპლექსური მელოდიების დინამიკური იმპროვიზება და ჯაზსა, ლათინო და სხვა მრავალ ჟანრებს შორის დამაკავშირებელი ხიდების აგება, რაც თავის მხრივ მსმენელს ექსპერიმენტებით დატვირთულ მუსიკალურ გამოცდილებას სთავაზობს.

 

Nicolas Viccaro- drums

მრავალმხრივ ვირტუოზად აღიარებულმა, 1986 წელს დაბადებულმა ნიკოლას ვიკარომ სამი წლის ასაკიდან დაიწყო დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრა. ასევე პროფესიონალი დრამერის შვილმა, მალევე გაითქვა სახელი მშობლიურ ნიცაში,  ჯერ კიდევ მანამდე, სანამ პარიზში გადავიდოდა კარიერის გასაგრძელებლად.

პარიზში ის აქტიურად შეუერთდა მუსიკის სფეროში მიმდინარე პროცესებს და მისი სახელიც სულ უფრო ხშირად გვხვდება ჯაზის საერთაშორისო არენაზე, ისეთი ვარსკვლავების გვერდით, როგორიცაა ჯონ მაკლაფლინი, მაიკ სტერნი, კენდი დალფერი, ჰანს ზიმერი, დეივ სტიუარტი, დაფერ იუსეფი, მაიკ მაინიერი და სხვა.

ამ ოთხი მუსიკოსით დაკომპლექტებული ძლიერი ბენდი ახერხებს, რომ დაკისრებულ პასუხისმგებლობას გაუმკლავდეს და განსაკუთრებული სიფაქიზით მიიტანოს მსმენელამდე ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის, ჯო ზავინულის მუსიკის თავისებური ხედვა. 

 

 

24-25 თებერვალი, გარე სივრცე/ღია სცენა

24 და 25 თებერვალს, 14 საათიდან გარე სცენაზე, კლუბ “Djoon” პლატფორმის ქვეშ გაერთიანებული, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ელექტრონული მუსიკოსები შეენაცვლებიან ერთმანეთს. ჟანრობრივად პროგრამა ჰაუს  და სოულფულ ჰაუს (ჰაუსის შედარებით მელოდიურ და უფრო ზომიერი ტემპის ქვეჟანრს)  მოიცავს, ანუ ელექტრონული მუსიკის ისეთ მიმართულებებს, რომელშიც შესაძლებელია შედარებით მეტი ჯაზური კომპონენტი მოიძებნოს.

Kenny Bobien (USA) 

ამერიკელი პროდიუსერი, კომპოზიტორი და მომღერალი, რომელიც, ამავდროულად,  მღვდელიცაა და შესაბამისად, განსაკუთრებულად იზიდავს გოსპელი და სპირიტული  მუსიკა, რომელსაც აქტიურად იყენებს კიდეც თავის შემოქმედებაში.

 

Josh Milan (USA)

ოთხგზის გრემიზე ნომინირებული არტისტის კარიერა უკვე ოცდაათ წელზე მეტს ითვლის და უკვე დიდი ხანია, რაც საერთაშორისო აღიარება მოუტანო ამ მულტიტალანტს, რომელიც თანაბრად ნიჭიერია, როგორც ვოკალისტი, პროდიუსერი, მომღერალი და კომპოზიტორი.

 

Kaidi Tatnam (UK)

ბრიტანელი მულტიინსტრუმენტალისტი, პროდიუსერი, დიჯეი და რემიქსების ოსტატი, საუნდ ფროდაქშენის ინოვატორი და ვირტუოზი, რომელსაც უმუშავია  არტისტებთან – მაიკლ ჯექსონი, დაიანა როსი, ემუ ვაინჰაუსი და სხვა. მის ამოუწურავ ნიჭზე მეტყველებს მისი ზედმეტსახელიც “ბრიტანელი ჰენკოკი”.

 

DJ Spen (USA)

ამერიკელი დიჯეი, პროდიუსერი და 80-ანი წლების და ჰიპ-ჰოპის დროიდან მოყოლებული არაერთი ლეიბლის დამფუძნებელი. მისი ცნობილი კომპოზიცია “Praying for you”  2021 წელს გრემიზე იყო წარდგენილი.

 

Greg Gauthier (FR)

ცნობილი ფრანგი პროდიუსერი და დიჯეი, სახელგანთქმული “cheers”  და “dance culture” ფუძემდებელი.

 

Afshin (FR)

Djoon კლუბის რეზიდენტი, პარიზის ურბანული, კულტურული და სოციალური გარემოს გამხმოვანებელი, რომელიც 30 წელზე მეტია მუსიკალურ ოდისეებს სთავაზობს მის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს.

 

Soulidan (GEO)

Soulidan aka თაზო ცხაკაია, ქართველი ელექტრონული მუსიკოსის პროექტია, რომელიც, ამავდროულად, ზამთრის ჯაზის ამ ფესტივალის მუსიკალური დირექტორიცაა.

 

თიბისი კონცეპტის Visa ბარათით, შეიძინეთ ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.