fbpx

ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები


გააზიარე სტატია

ავტორი: თინა ლაღიძე

 

24 თებერვალს Berlinale Palast -ში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საერთაშორისო ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა:

 

  • ოქროს დათვი საუკეთესო ფილმისთვის –  “დაჰომი”, დოკუმენტური, რეჟისორი მატი დიოპი – (Mati Diop – Dahomey)
  • ჟიურის გრანპრი ვერცხლის დათვი – “მოგზაურის საჭიროებები”, ხონგ სან სუ (Hong Sangsoo – A travelers Needs) 

  • ჟიურის ვერცხლის დათვი – ბრუნო დიუმონი – “იმპერია” (Bruno Dumont- L’empire)
  • ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისურისთვის – ნელსონ კარლოს დე ლოს სანტოს ფილმისთვის “პეპე” –  (Nelson Carlos De Los Santos Arias- Pepe)
  • ვერცხლის დათვი საუკეთესო მთავარი როლისთვის  – სებასტიან სტენ ფილმში -“განსხვავებული კაცი” –  (Sebastian Stan – A Different Man)
  • ვერცხლის დათვი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის – ემილი უოტსონი –  “ასეთი პატარა რამ”  ( Emily Watson-  Small Things Like This) 
  • ვერცხლის დათვი საუკეთესო სცენარისთვის – მატიას გლესნერი ფილმისთვის “კვდომა” – (Matthias Glasner- Sterben)
  • ვერცხლის დათვი მხატვრული მიღწევებისთვის – მარტინ შლახტი საოპერატორო ნამუშევრისთვის ფილმში “ეშმაკის აბანო” – (Martin Gschlacht – The Devil’s Bath)  

 

 74-ე ბერლინალეს საერთაშორისო ჟიურის წევრები:

მსახიობი და რეჟისორი ბრედი კორბეტი (აშშ), რეჟისორი ენ ჰუი (ჰონკონგი, ჩინეთი), რეჟისორი კრისტიან პეცოლდი (გერმანია), რეჟისორი ალბერტ სერა (ესპანეთი), მსახიობი და რეჟისორი ჟასმინ ტრინკა (იტალია) და მწერალი ოქსანა ზაბუჟკო (უკრაინა).   ჟიურის პრეზიდენტი კი, კენიელი წარმოშობის მექსიკელი მსახიობი, ოსკარის მფლობელი – ლუპიტა ნიონგი გახლდათ.

 

  • საუკეთესო დოკუმენტური ფილმი –  “სხვა მიწა არ არის” –  ბაზელ ადრა, ჰამდან ბალალი, იუვალ აბრაამი, რეიჩელ სორი – პალესტინა – ( No Other Land – Basel Adra, Hamdan Ballal, Yuval Abraham, Rachel Szor)
  • ვერცხლის დათვი მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის – ვენქიან ჟანქი ფილმისთვის “ცხელი დღეების მიწურულს”  – (Wenqian Zhang –  Remain Of The Hot Days)
  • Berlinale Panorama TEDDY Jury Award –  საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი –  რეჟისორი ლევან აკინი – “გზაჯვარედინზე ” – ( Levan Akin – Crossing)
  • 26-ე Berlinale Panorama – ს მაყურებლის პრიზი საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის,  გადაეცა ანტონელა სუდასასი ფურნისის ფილმს  Memorias de un cuerpo que arde (მეხსიერება დამწვარი სხეულის შესახებ),  ხოლო  დოკუმენტურ ფილმებში, მაყურებლის რჩეული გახდა:  ბაზელ ადრას, ჰამდან ბალალის, იუვალ აბრაჰამის და რეიჩელ სზორის ფილმ:  “სხვა მიწა არ არის”
  • 74- ე ბერლინალეს საპატიო ჯილდო  მიღწევებისთვის მარტინ სკორსეზეს გადაეცა.

311 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.