fbpx

“ცხვრები და ქვები” – ჯგუფური გამოფენა გალერეა 4710-ში


გააზიარე სტატია

გალერეა 4710 წარმოგიდგენთ ჯგუფურ გამოფენას, “ცხვრები და ქვები”რომელიც  27 მარტის ჩათვლით გაგრძელება.

გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის ქართველი არტისტების ნამუშევრები: ტატო ახალკაციშვილი, ლია ბაგრატიონი, პარმენ დაუშვილი, ირაკლი მერელი, თორნიკე რობაქიძე და მარი ყალაბეგაშვილის და სიტუაციონისტის კოლაბორაცია.

“The realisation that life is absurd can’t be an end, but only a begining “.

Albert Camus

“ცხვრები და ქვები” ერთხელ ნანახი კადრია; ალპურ ზონაში საბალახოდ გამოსული ცხვრები, როგორ ირეოდნენ ვულკანური წარმოშობის ქვებთან და ტოვებდნენ აბსურდული ილუზიის შეგრძნებას, ქმნიდნენ დუალიზმის ამოუხსნელ კონტრასტულ გამოსახულებას, სულიერს და უსულოს, ბანალურს და არაჩვეულებრივს, რეალურს და მაგიურს, ცხვარს და ქვას შორის. ცხვრების და ქვების გამოსახულების დუალურობა ამ გამოფენის მეტაფორაა,  რადგან გამოფენა არც ქვებზეა და არც ცხვრებზე.
გამოფენა აბსურდზეა და მის ნორმატიულ გააზრებაზე, მის მიღებაზე და მასზე დაკვირვებაზე. ყველა ინდივიდს გააზრების და აღქმის საკუთარი ინდივიდუალური პერსპექტივა აქვს და რადგან აბსურდი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ აბსურდულობა სხვადასხვა თანაფარდობით ყველგან შეგვიძლია დავინახოთ და კოლექტიური ცნობიერების სუბსტანციად ვაქციოთ.

სხვადასხვა თაობის ქართველი ხელოვანების სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევრების ერთ სივრცეში ჩვენებით, ჩვენ შევეცდებით ვაჩვენოთ თუ როგორ აღიქვამენ ხელოვანები სამყაროს და როგორ რეფლექსირებენ ისინი ყოველდღიურ, თუნდაც ბანალურ მოცემულობებზე.




მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.