ყველაფერი, რაც თიბისი კონცეპტის ქალთა კვირეულის შეთავაზებების შესახებ უნდა იცოდეთ
გაზაფხულის დადგომასთან ერთად თიბისი კონცეპტი ქალთა კვირეულს სპეციალური შეთავაზებებით აღნიშნავს. შეთავაზებები თავის მოვლის საშუალებებს, შოპინგს და სხვა მრავალ მიმართულებას მოიცავს.
თიბისი კონცეპტის შეთავაზებები ტრადიციულად საუკეთესო სივრცეებს მოიცავს, სადაც შეგიძლიათ მაღალი ხარისხის სერვისი მიიღოთ და გამორჩეული პროდუქცია შეიძინოთ. სტატიაში სწორედ ამ სივრცეებს გაგაცნობთ და რამდენიმე რჩევასაც მოგცემთ, რომლებიც ამ შეთავაზებით სარგებლობისას გამოგადგებათ.
შოპინგი
თუ გაზაფხულის დადგმასთან ერთად გარდერობის განახლება გსურთ, თიბისი კონცეპტის და Mastercard-ის ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში პრემიუმ ხარისხის ბრენდების სამოსის შეძენას განსაკუთრებული პირობებით შეძლებთ. ZEGNA, BOSS, HUGO, PAUL & SHARK, GARDEROBE, Gentlemen – ეს საერთაშორისო ბრენდების ის ოფიციალური მაღაზიებია, სადაც 7, 8, 9 10 მარტს ჯამურად გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 500 ლარი დაგიბრუნდებათ. თითოეულ მაღაზიაში დახვეწილი სტილის და უმაღლესი ხარისხის სამოსის მრავალფეროვან კოლექციებს აღმოაჩენთ.
და მაინც, თუ არჩევნის გაკეთება გიჭირთ, შევეცდებით, ამ ბრენდების შესახებ რამდენიმე საინტერესო დეტალი გაგიზიაროთ:
ერთ-ერთი მაღაზია, რომელზეც თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ, არის BOSS. მრავალი წელია, ბრენდი მინიმალისტური დიზაინით ქმნის დახვეწილ სამოსს, რომელიც იდეალურია როგორც ყოველდღიური სტილის, ასევე საქმიანი შეხვედრებისა თუ გამოსასვლელი საღამოებისათვის. თუ უპირატესობას სადა, პასტელურ ფერებსა და გამოკვეთილ სილუეტებს ანიჭებთ, მაშინ აქ თქვენთვის სასურველ მოდელებს აუცილებლად აღმოაჩენთ.
GARDEROBE შეთავაზების ფარგლებში წარმოდგენილი კიდევ ერთი მაღაზიაა, რომელში სტუმრობასაც ნამდვილად გირჩევთ. აქ ისეთი ცნობილი მოდის სახლების სამოსი და აქსესუარები დაგხვდებათ, როგორებიც არის: Bottega Veneta, D&G, FERRAGAMO და სხვა მრავალი წამყვანი ბრენდი.
სილამაზე და თავის მოვლა
თიბისი კონცეპტის ქალთა კვირეულს სპეციალური შეთავაზებები, როგორც უკვე ვახსენეთ, თავის მოვლის მიმართულებასაც მოიცავს. “ნუაჟი”, MM, “სკინ კოდი”, “თაიმლესი”, “ნოემი”, “ველკინ”, Celebshiny Beauty (ბათუმი), “შელბი ენდ კომპანი” (ბათუმი), “ელიზიუმი” (ქუთაისი), “საკურა” (ქუთაისი) – ეს სილამაზისა და თავის მოვლის ის ცენტრებია, რომლებსაც შეგიძლიათ, როგორც თიბისი კონცეპტის მომხმარებელი, სპეციალური პირობებით ესტუმროთ. შეთავაზების ფარგლებში, 8 მარტამდე ამ ობიექტებში ჯამურად გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 200 ლარი დაგიბრუნდებათ.
თითოეულ სივრცეში მრავალფეროვან მომსახურებას გვთავაზობენ, თუმცა აქაც შევეცდებით, რამდენიმე რჩევა მოგცეთ: თუ რაიმე სიახლე გსურთ, ვარცხნილობის შეცვლა ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა. თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ სილამაზის ტრენდები მხოლოდ პირობითია და საუკეთესო არჩევანი ის არის, რომელიც ინდივიდუალიზმს, თავდაჯერებას და კომფორტს განიჭებთ.
შეთავაზების ნაკრებში ასევე შეხვდებით გამაჯანსაღებელ და სპორტულ ცენტრს – Neptune – Sport Complex-ს, თიბისი კონცეპტის და Mastercard-ის შეთავაზების ფარგლებში, 30 აპრილის ჩათვლით, შესაძლებლობა გაქვთ, შეიძინოთ ნებისმიერი კატეგორიის აბონემენტი და თანხის 20% დაიბრუნოთ.
დასვენება
გაზაფხულის დადგომისას თუ მცირეხნიან შვებულებას გეგმავთ და აგვისტომდე დარჩენილი სამუშაო თვეებისათვის ენერგიის მოკრება გსურთ, მაშინ თიბისი კონცეპტის ეს შეთავაზებები დაგაინტერესებთ.
შეთავაზებების ფარგლებში თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შეუძლიათ, საქართველოს წამყვან სასტუმრო სივრცეებში განსაკუთრებული პირობებით დაისვენონ. 31 მარტამდე შეკვეთილის პარაგრაფში ნებისმიერი კატეგორიის ოთახის დაჯავშნა 20%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი. ასევე პარაგრაფ თბილისში 8 და 9 მარტს ნებისმიერ პროცედურასა და პროდუქციაზე მოქმედებს 30%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 200 ლარი.
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს ასევე შეგიძლიათ 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ ნებისმიერი კატეგორიის ოთახის დაჯავშნისას სასტუმროში ROOMS Batumi. შეთავაზება ძალაშია 2024 წლის 31 მარტამდე
გასტრონომია
თიბისი კონცეპტის შეთავაზება ასევე მოიცავს კვების მიმართულებას, რომლის ფარგლებში შეგიძლიათ რეგენერაციული მეურნეობის, უდაბნოს პროდუქტების მაღაზიაში, 14 მარტის ჩათვლით, გადახდილი თანხის 30% დაიბრუნოთ. აღსანიშნავია, რომ უდაბნოს მაღაზიაში ნატურალური პროდუქტების დიდი არჩევანი დაგხვდებათ, რომლებიც გემოვნურ თვისებებთან ერთად, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა.
თიბისი კონცეპტის სპეციალური შეთავაზებების დეტალებს გაეცანით ბმულზე.