fbpx

CREAMS-ის მორიგი ლაივ კონცერტი კლუბ NIPS-ში


გააზიარე სტატია

8 მარტს, კლუბ NIPS-ში ქართველი მუსიკოსი და პროდიუსერი ნათია ჭიჭინაძე ასევე ცნობილი, როგორც CREAMS მსმენელის წინაშე ლაივ კონცერტით წარდგება. საღამოს 17 ნომრიან პროგრამას CREAMS-ს რამდენიმე შემსრულებელი შეუერთდება.

CREAMS : “ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვარ ახლა, როცა ამ პროექტზე ვმუშაობ, რადგან ყოველი ადამიანი ვინც ამაში ჩართულია, ფაქტობრივად ჩემი ოჯახის წევრია, თანაც ერთ თვეში ისევ მივდივარ საქართველოდან. მინდა რომ დიდი მოგონება დავტოვო ჩემთვისაც და მსმენელისთვისაც. მთავარი კონცეფცია და ფერი ვარდისფერის გარშემო იქნება აგებული, ტრეკები უფრო დინამიური და მძიმე ბიტებით გაჯერებული, შესაბამისად ეს სინთეზი დიდ კონტრასტს მოგვცემს, რაც ყველაზე მეტად მიყვარს პერფორმანსში. ამ ყველაფერზე იმუშავებენ ჩემი საყვარელი არტისტები: ქეუ მეფარიშვილი აკეთებს სცენას, რომელიც ვენიუს ცენტრში იდგება. სალომე ცაბუტაშვილი სთაილინგზე იმუშავებს. მოკლედ ყველაზე ნიჭიერი და გამორჩეული არტისტების ძალისხმევით კეთდება ეს ივენთი, რაც ძალიან მახარებს.”

ნათია, ყველასათვის უკვე ნაცნობი სიმღერების გარდა მსმენელს რაიმე სიახლესაც თუ გააცნობ მსმენელს?

კი. თითქმის პროგრამის ნახევარი ახალი სიმღერები იქნება, დაახლოებით 7 ტრეკი. ამდენი ახალი ნაწარმოების შესრულება სარისკოა, მაგრამ იმდენად კარგი ხასიათი აქვს ამ ალბომს, რომ არ ვნერვიულობ.

მოწვეულ სტუმრებზეც, რომ მოგვიყვე ორი სიტყვით – ვის იხილავს მოსული სტუმარი და რა ტიპის ჩართულობა ექნებათ მათ?

რვა მარტს გამართული ლაივი იქნება 17 ტრეკიანი პროგრამა. ამ სიმღერების შესრულებისას შემომიერთდებიან ისეთი გენიოსი არტისტები, როგორიც არის Kordz, მიხეილ აბრამიშვილი, თამარიკა, გაბისკირიამალია. არ ვამეტებ როცა სიტყვა გენიოსს ვიყენებ ამ კონტექსტში. ამ არტისტებს უდიდესი მუსიკალური სამყარო აქვთ, ყველაფერზე ერთობლივად ვიმუშავეთ და მაოცებს რამდენად მრავალფეროვანი და უნიკალურია ყველა ადამიანის კრეატიული შესაძლებლობები. ასევე ლაივის მსვლელობისას ერთი Secret guest-იც იქნება. ეს მუსიკოსი ჩემი აღმოჩენაა, სრული სიგიჟე. ერთი ტრეკი ერთად გავაკეთეთ და ერთი სული მაქვს როდის შევასრულებთ.

სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ, როგორც ვიცით მალე ახალ ალბომს უშვებ, რომელიც შენი პირველი სრული ალბომია.

ჩემი პირველი LP რელიზდება სექტემბერში, წელს. 12 ტრეკიანი ალბომია, რაზეც ძალიან ბევრი ვიფიქრე –  ჯერ 14 ტრეკი იყო, შემდეგ ბონუს ტრეკებიც დავამატე, შემდეგ 10 ზე შევკვეცე, მაგრამ საბოლოოდ 12 დავტოვე. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი სრული ალბომია ვარჩიე ყველაფერი გააზრებული ყოფილიყო, ყოველი დეტალი. უფრო ნამუშევრის სახე აქვს, წიგნივით არის. 12 თავისგან შედგება და პირველი ტრეკი დაახლოებით მაისში გამოვა. ვეღარ ვითმენ უკვე ისე მინდა ყველას გავუზიარო.

აქვე ნახეთ AT.ge-ს დოკუმენტური ვიდეო, რომელიც კლუბ მტკვარზე, CREAMS-ის წინა ლაივ კონცერტზე მომზადდა:


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.