fbpx

ნინი ნუცუბიძე Billboard Women in Music-ის დაჯილდოების ნომინანტთა სიაში მოხვდა


გააზიარე სტატია

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

 

გავლენიანი ამერიკული მუსიკალური გამოცემა Billboard ყოველწლიურად ატარებს  დაჯილდოებას, სახელწოდებით  Billboard Women in Music. წელს პირველად დაჯილდოებას ახალი კატეგორია Global Force დაემატა, რომლის ნომინანტთა სიაში ქართველი მუსიკოსი, ნინი ნუცუბიძე მოხვდა. კატეგორია მრავალმილიონიან აუდიტორიას წარუდგენს სხვადასხვა ქვეყნიდან იმ ქალ მუსიკოსებს, რომლებიც ლოკალურ მუსიკალური სცენის სახეს განსაზღვრავენ. Global Force-ის Სიაში  იმ ქვეყნების წარმომადგენელი ქალი მუსიკოსები შევიდნენ, რომლებშიც Billboard ოფიციალურად მაუწყებლობს. ნინი ნუცუბიძე საქართველოში Billboard-ის ოფიციალური წარმომადგენლობის, Billboard Georgia-ს ეგიდით მოხვდა. აღსანიშნავია, რომ Billboard Women in Music-ის გავლენიანი დაჯილდოების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნომინანტთა სიაში ქართველი ქალი მუსიკოსი მოხვდა. “ნინი ნუცუბიძის შემოქმედებაში ქართული კულტურა ექსპერიმენტულ ელექტრონულ მუსიკას ერწყმის,” – ასე აღწერს გლობალური  Billboard ქართველ მუსიკოსს სტატიაში, რომელიც სიაში შესულ ქალ არტისტებს თავის საერთაშორისო მკითხველს აცნობს. 

როგორც ნინი ნუცუბიძე At.ge-სთან საუბრისას ამბობს, მისი, ისევე როგორც ყველა ახალგაზრდა არტისტის სურვილი ყოველთვის იყო, რომ საკუთარი შემოქმედება მსოფლიო აუდიტორიისათვის გაეცნო, თუმცა ამ პროცესს თან არერთი გამოწვევაც ახლავს. 

ნინი ნუცუბიძე: “ამ დაჯილდოებაზე მოხვედრა ალბათ ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. “Billboard საქართველომ მომცა შანსი, ჩემი სახელი და ჩემი მუსიკა გაიცნონ საზღვრებს გარეთ. ამაზე მნიშვნელოვანი დღეს ქართველი მუსიკოსისთვის არ ვიცი რა შეიძლება იყოს. ამერიკულ დიდ ინდუსტრიაში Billboard საქართველომ გააჟღერა ჩემი სახელი და ჩემი მუსიკა. ამას მარტო ვერ მოვახერხებდი. ამჟამად მაქვს რამდენიმე შემოთავაზება საკმაოდ დიდი მუსიკალური კომპანიებისგან, თუმცა ჯერ არ ვიცი კონკრეტულად რას გადავწყვეტ და ვისთან ვითანამშრომლებ.”

ნინი ნუცუბიძე  მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერია, რომლის შემოქმედება აერთიანებს ისეთ ჟანრებს, როგორებიც არის: Soul, R&B, Hip-Hop, Experimental და Glitch.  

ის სხვადასხვა დროს ის განათლებას იღებდა ისეთ სახელოვნებო სასწავლებლებში როგორებიც არის: Institute of the Arts Barcelona, Saint Louis College of Rome. Currently is getting a bachelor’s degree in Catalyst Institute for Creative Arts and Technology.  რაც შეეხება ქართულ მუსიკალურ სცენაზე აქტიურ მოღვაწეობას,  მსმენელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისი კოლაბორაციული პროექტი ქართველ ახალგაზრდა არტისტებთან – პიანისტ გიორგი გიგაშვილთან და მუსიკოს Janngo-სთან. 

2024 წლის იანვარში ნინი ნუცუბიძემ  EP,  სახელწოდებით Paper Planes გამოუშვა. Paper Planes  სამი ტრეკისგან შემდგება, რომლებიც ნიკალა ზუბიაშვილთან და გიორგი გიგაშვილთან თანამშრომლობით შეიქმნა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.