fbpx

ფრეშფილდი და სელლა


გააზიარე სტატია

და ხილვა მისი ძალით და რწმენით

გვავსებს ყოველთა ცისა ბინადართ.

კვლა დგას დიადი ქმნილება შენი

და ბრწყინავს, პირველ ვითა ბრწყინავდა.

პროლოგი ცაში, ფაუსტი1

 

კავკასიონის აღსაწერად სიტყვებს არ იშურებს. გოეთეთი იწყებს.

ლონდონიდან ხუთი დღე დაგჭირდებოდა. ყველაზე მოკლე გზა ვენის გავლით ყოფილა. ოდესიდან ყოველ კვირას გადიოდა ორთქლმავალი გემი ბათუმის მიმართულებით. წვიმისგან დაწმენდილ ჰაერში, ევქსინიოს პონტოსით მიმავალი ხომალდიდან კავკასიონის მთები მოჩანანო – წერს თავის წიგნში ინგლისელი იურისტი, მწერალი, ალპინისტი და მკვლევარი დაგლას ფრეშფილდი (1845-1934), რომელმაც, სინიორ ვიტორიო სელლასთან და ალპინისტების ჯგუფთან ერთად, კავკასიონის მთები დალაშქრა.

სხვა მკვლევრების გასაგონად, ეს ნაშრომი საუკეთესოა და სათუოა ამაზე უკეთ მის დაწერა შეძლოთო (si quid novisti rectius istis, candidus imperti; si nil, his utere mecum.). მართლაც ასეა, მხატვრულად გაფორმების სურვილი არ მაქვს – ზედმეტიაო, წერს.

წიგნი, „The Exploration of Caucasus“, ცალსახად, საბუნებისმეტყველო და ანთროპოლოგიური კვლევის ნაზავია, რომელსაც განსაკუთრებულად ამდიდრებს ვიტორიო სელლას ფოტოები. გვაჩვენებს მთებს, სადაც მანამდე ფეხი არავის დაუდგამს, და ხალხს, რომელიც მანამდე არავის აღუბეჭდავს ფირზე.

ჩადიან ყაზბეგში, სვანეთში, რაჭაში, აფხაზეთში – სოფელ-სოფელ დადიან და აღწერენ ადგილობრივებს, სხვა რეგიონებში გადადიან და მერე ისევ უკან ბრუნდებიან. „სვანეთში რვაჯერ ვარ ნამყოფი, შვიდი განსხვავებული მარშრუტით. ორჯერ ტყით, ცხენის წყალს მივუყვებოდით. შევჭრილვარ კოდორის ტყეებში და მივლია ლაილას ციცაბო ფერდობებით. კოდორის ტყე უზარმაზარი და ხშირფოთლოვანია. როცა დღეები გადის, ცას კი თითქმის ვერ ხედავ ხეების გამო, შეუძლებელია აფრიკასა და ახალ ზელანდიაში ლაშქრობა არ გაახსენდეთ მოგზაურებს“.

ფრეშფილდის ექსპედიიციდან იწყება ალპინიზმის ისტორია საქართველოში. პირველად სწორედ ისინი ავიდნენ ალპინისტური ექსპედიციით მყინვარწვერზე.დეტალურად აღწერილი მარშრუტებით შემდეგ მთამსვლელები ხელმძღვანელობენ. იგი ასევე პირველი იყო, ვინც ევროპის ყველაზე მაღალი მწვერვალი, იალბუზი (ელბრუსი) დაიპყრო.

 

მასალა მომზადდა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის “გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD) საქართველოში.

აღნიშნულ მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ ასახავდეს გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მოსაზრებებს.

Credits:

1.დავით წერედიანის თარგმანი.

Harvard Art Museums/Fogg Museum, Transfer from the Carpenter Center for the Visual Arts

ეროვნული არქივი

Exploration of Causcasus I & II Volumes 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.