fbpx

მსოფლიო მუსიკალური სცენის ვარსკვლავები Tbilisi Open Air 2024-ის სცენაზე


გააზიარე სტატია

 

Tbilisi Open Air 2024-ის ლაინაფი ცნობილია. 21-22-23 ივნისს Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე თანამედროვე მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიის არაერთი ცნობილი სახე წარდგება. ლაინაფი წელს აერთიანებს ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან: M.I.A., Aurora, Archive, Masego, La Femme, She Wants Revenge, Lebanon Hanover და სხვები.

Tbilisi Open Air 2024-ის ჰედლაინერებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია M.I.A. – პოპის, R&B-ის და ექსპერიმენტული მუსიკის შემსრულებელი ბრიტანელი არტისტი ქალი. გრემის ნომინანტი მუსიკოსი გლობალური მსოფლიო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. აღნიშვნას იმსახურებს მისი მუსიკალური ნამუშევრები და ასევე კლიპები, რომელთა რეჟისურა უმეტეს შემთხვევებში თავადვე ეკუთვნის. M.I.A.-ს ამ დრომდე 5 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. მისი არაერთი ტრეკი მსოფლიო ჰიტად იქცა. მათ შორის არის: 2008 წლის ნამუშევარი Paper Planes, 2012 წელს გამოცემული სინგლი Bad Girls, 2015 წლის ტრეკი – Borders.

კიდევ ერთი გამორჩეული ჰედლაინერია ნორვეგიელი არტისტი – მუსიკოსი და სიმღერების ავტორი AURORA. გამორჩეული ვოკალით, ვიზუალური იმიჯით და მუსიკისადმი ინდივიდუალური მიდგომით, 27 წლის არტისტმა ამ დრომდე მსოფლიო მსმენელის ყურადღება არაერთხელ მიიპყრო. AURORA, ისევე როგორც M.I.A., ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარდგება. 

ფესტივალის სცენაზე წელს კიდევ ერთხელ მოვისმენთ ბრიტანულ მუსიკალურ ჯგუფს –  Archive. ჯგუფი  ფესტივალ Tbilisi Open Air-ის ჰედლაინერებს შორის მესამედ დაუკრავს. 

როგორც ყოველთვის, Tbilisi Open Air-ის ლაინაფში არიან ქართველი შემსრულებლებიც: MokuMoku,Circus Mircus, Killages, Psychonaut 4, Loudspeakers, Mechanical Rainbow, Avara, „ბაჩო ჯიქიძე & ესთეტი ბიჭები”. 

ყოველ წელს ფესტივალი მთავარ სცენასთან ერთად, თემატურ სცენებსაც წარადგენს. რჩეული მუსიკოსების მოსმენა აუდიტორიას წელს კიდევ სამ სცენაზე შეეძლება, ესენია: Khidi Stage, Zion Garden და Singer Stage. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.