fbpx

სატვირთო ავტომობილების კონსულტანტი პირველი ქალი „თეგეტას“ ფოთის ფილიალში


გააზიარე სტატია

ორი წლის წინ მანქანის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა, თუმცა, მაინც გაბედა და სოციალურ ქსელში ნაპოვნი ვაკანსიისთვის რეზიუმე გაგზავნა. ეს იყო „თეგეტა აკადემიის“ მიერ გამოცხადებული კონკურსი, სატვირთოს აგებულების გრძელვადიან კურსზე. როგორც ელენე ტყებუჩავა გვიყვება, მაშინ ამ კურსის შინაარსსაც არ ჩაღრმავებია. იფიქრა, რომ ადმინისტრაციულ საქმეს შეისწავლიდა. მხოლოდ კურსის დაწყებისას გაარკვია, რომ სატვირთო ავტომობილის ფუნდამენტურად შესწავლა მოუწევდა. მაშინ იფიქრა, რომ აღარ გააგრძელებდა, თუმცა უკვე ორი წელია ელენე ტყებუჩავა, „თეგეტა მოტორსის“ ფოთის ფილიალის გაყიდვების კონსულტანტია, სატვირთო ავტომობილების მიმართულებით და კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თაანამშრომელი.

„უი, ეს გოგონა დამეხმარება? მე რომ დიდი მანქანა მყავს?“ – ეს უკვე ფოთში მუშაობისას მოსმენილი ფრაზაა, რომელიც ახლა მხოლოდ ღიმილს გვრის. თუმცა იყო დრო, როცა მომხმარებელთა მხრიდან სკეპტიციზმი სწყინდა. მაგალითად, სტაჟირების პირველ დღეს ერთ-ერთმა პირდაპირ უთხრა, რომ „არ გამოუვიდოდა“ თუმცა მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი მიზანი შუა გზიდან არ მიეტოვებინა.

„ფოთში რომ დავიწყე მუშაობა, ყველას ძალიან უკვირდა. ამ პოზიციაზე ქალი ნანახი არ ჰყავდათ. ჩემთვის ავტომობილის მონდობასაც უფრთხოდნენ. თუმცა დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. დიდ ნდობას ვგრძნობ. მეტიც, მომხმარებელი კონსულტაციაზე ჩემთან მოსახვედრად რიგში დგომისთვისაც კი მზად არიან“.

ფოთის ფილიალში უმეტესად კაცები არიან დასაქმებულები. ელენე ფიქრობს, რომ    სტერეოტიპების დანგრევა პირველ რიგში ქალებმა საკუთარ თავში უნდა შეძლონ. გული წყდება, რომ პროფესულ თავგადასავალსა და აზარტზე უარს ადამიანები ხშირად სწორედ გარშემომყოფების დამოკიდებუების გამო ამბობენ.

ელენემ ამ ორი წლის მანძლზე შეძლო და სატვირთოს აგებულების ყველა მიმართულება შეისწავლა – ნაწილების, აკუმულატორების და ზეთების შემდეგ, უკვე საბურავებსაც შეისწავლის და მიმართულებას სრულად აითვისებს.

დღეს 25 წლის ელენე სატვირთო ავტომობილების კონსულტანტი პირველი ქალია ფოთში. თუმცა წინ დიდი გეგმები აქვს. კვალიფიკაციის ამაღლებასა და განვითარებაზე გამუდმებით მუშაობს და საკუთარ თავს, კიდევ ბევრი წელი, ავტოინდუსტრიაში ხედავს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.