fbpx

ადამიანები ბორჯომიდან – ისტორია #7 – თემურ კაპანაძე, „ბორჯომის მინერალური წყლების“ მთავარი ინჟინერი


გააზიარე სტატია

ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი

 

თითქმის 40 წლის წინ, თემურ კაპანაძისა და კომპანია „ბორჯომის“ გზები გადაიკვეთა და დაიწყო ისტორია, რომელიც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. პროფესიით ჰიდროტექნიკოსია. სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში დარჩენას არ აპირებდა, თუმცა გარემომ იმდენად მოხიბლა, რომ საქმიანობის საზღვრებს გარეთ გაგრძელების ნაცვლად, ბორჯომში დარჩენა გადაწყვიტა და დღემდე, კომპანიის და საკუთარი პროფესიის ერთგულია.

ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, არაერთ კომპანიაში მუშაობდა, თუმცა ხანგრძლივად არსად გაჩერებულა. „ბორჯომი” აღმოჩნდა ის ერთადერთი ადგილი, სადაც ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაატარა. ეს ისტორია უმცროსი ინჟინრის პოზიციიდან დაიწყო, 2002 წლიდან კი მთავარი ინჟინრის პოზიციით გაგრძელდა.

„მთავარი ინჟინრის საქმიანობა ძალიან საპასუხისმგებლოა, ჩემს პროფესიაში მთავარია გადაწყვეტილების სწრაფად მიღება, რაც საქმეს განსაკუთრებით საინტერესოს და კიდევ უფრო საპასუხისმგებლოს ხდის. ჩვენ ყოველდღიურად ვამოწმებთ როგორც საბადოს მდგომარეობას, ისე ჭაბურღილების, ელექტრო დანადგარების და მილსადენის სრულყოფილად ფუნქციონირებას,“ – ასე გვიყვება თავის ყოველდღიურ საქმიანობაზე ბატონი თემური და თან „ბორჯომმინწყლების“ ისტორიულ შენობაში გვმასპინძლობს, რომელიც სტუმრების ყურადღებას დღემდე იპყრობს. საქმის მიმართ ერთგულება და სიყვარული მისი ცხოვრების თანმდევია, სწორედ ამ ორ მთავარ პრინციპს უზიარებს შვილებსაც და ახალ თაობასაც, ვისთვისაც ცოდნის და გამოცდილების გაზიარება მისთვის დიდი სიხარულია.

 

 

 

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.