fbpx

Remember The Store – ახალი ონლაინ სივრცე, სადაც თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისათვის გულდასმით შერჩეულ ნივთებს აღმოაჩენთ


გააზიარე სტატია

 

დღესდღეობით, როცა ცხოვრების სტილი განსაკუთრებით აქტიურია, დრო კი ყველაზე ძვირფასი რესურსი,  თანამედროვე მომხმარებლისათვის ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ გამოცდილებად ონლაინ შოპინგი იქცა.  სტატიაში ახალ ონლაინ პლატფორმაზე მოგიყვებით, სადაც შეძლებთ უნიკალური ნივთები აღმოაჩინოთ.  კონცეპტუალური ონლაინ მაღაზია  Remember The Store ის სივრცეა, სადაც საყვარელი ადამიანებისათვის  გამორჩეული საჩუქარი შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად შეარჩიოთ და დროც დაზოგოთ. ამასთან ერთად კი შეძენილი ნივთების ხარისხში სრულიად დარწმუნებული იყოთ. 

 კონცეპტუალური ონლაინ მაღაზია  Remember The Store ინტერიერის დეკორისათვის განკუთვნილ ნივთებს გვთავაზობს. მაღაზია 2023 წელს შეიქმნა და მისი მიზანი არა სამომხმარებლო პროდუქტის გაყიდვა, არამედ პლატფორმის ირგვლივ იმ ადამიანების გაერთიანებაა,  რომლებიც მუდმივად უნიკალურ დეტალებს ეძებენ და სურთ, შენაძენთან ემოციური კავშირი ჰქონდეთ. Remember The Store-ის კოლექციები სწორედ იმგვარად არის შერჩეული, რომ წარმოდგენილი თითოეული ნივთი ინტერიერში თავის ამბავს ჰყვება და სიმყუდროვის განცდას აჩენს. 

“ყველას გვაქვს მოგონებები, რომლებიც გვინდა სულ ჩვენთან იყოს. ამაში ის ნივთები გვეხმარება, რომელიც იმ დროს გვახსენებს. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ნივთს შეუძლია გახდეს ძვირფასი, თუ ის ჩვენს საყვარელ მოგონებებთან დაგვაკავშირებს. სწორედ ამ იდეით შეიქმნა ჩვენი მაღაზია. Remember The Store წარმოგიდგენთ გულდასმით შერჩეულ პროდუქციას. გვჯერა, რომ ჩვენი ნივთები თქვენთვის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული გახდება”. – ამბობენ Remember The Store-ის დამფუძნებლები At.ge-სთან საუბრისას.

Remember The Store-ის სელექცია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას აერთიანებს. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ნივთია Stan Editions-ის ხელნაკეთი სანთლები ბელგიიდან. ამ სანთლებს დღეს შეხვდებით ისეთი  სამუზეუმო სივრცის მაღაზიებში, როგორებიცაა,  მაგალითად, Guggenheim Museum Bilbao და Tate Modern. 

Remember The Store-ის კოლექციებში ასევე აღმოაჩენთ აღიარებულ ფრანგულ ბრენდს – Lexon-ს. ეს არის ბრენდი, რომლის  დახასიათებისას ხშირად აღნიშნავენ, რომ ის ქმნის ნივთებს, რომლებიც დროს უძლებს. ბრენდმა   წარადგინა ლიმიტირებული კოლექციები, რომლებიც აერთიანებს ისეთი არტისტების შემოქმედების თემატურ ნივთებს, როგორებიც არიან ჟან-მიშელ ბასკია, კით ჰარინგი. 

 

Remember The Store-ზე ასევე წარმოდგენილია ბრენდი Reflection Copenhagen, რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ფაიფურის ნივთებს.  Remember The Store-ში არა მხოლოდ თქვენი  სახლისა თუ სამუშაო სივრცისათვის შეგიძლიათ შეიძინოთ გამორჩეული ნივთები, არამედ საყვარელ ადამიანს უნიკალური  საჩუქარი  უსახსოვროთ, რომელსაც ერთდროულად ექნება როგორც სიმბოლური, ასევე პრაქტიკული დატვირთვა. 

დღეს ქართულ ბაზარზე ბევრი კონცეპტუალური მაღაზია გაჩნდა, თუმცა Remember The Store არაერთი დეტალით გამოირჩევა. როგორც მაღაზიის დამფუძნებლები აღნიშნავენ, მათთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი პოზიტიური სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაა. Remember The Store-ზე შეძენისას თითოეული მომხმარებელი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ იხდის იმ თანხას, რაც რეალურად ნივთის საბაზრო ღირებულებაა. ასევე აღსანიშნავია, რომ ონლაინ მაღაზიის ვებგვერდი ე.წ. User-Friendly დაგეგმარებით და  ტექნიკური მახასიათებლებით ხასიათდება. Remember The Store მომხმარებელთან კავშირისას ყველა დეტალზე ზრუნავს. მაგალითად,  ყველა ნივთი ადრესატამდე განსაკუთრებული შეფუთვით მიდის, რაც შენაძენს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის. 

ჩვენს კითხვაზე, თუ როგორ ხასიათდებიან   Remember The Store-ის მომხმარებლები, მაღაზიის დამფუძნებლები ამბობენ, რომ  ეს ადამიანები  კარგად იცნობენ ტრენდებს,  ეძებენ სიახლეებს, თითოეულ დეტალს აფასებენ ემოციურად, უყვართ ინდივიდუალიზმი და რაც მთავარია, აქვთ სტილის შეგრძნება. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.