fbpx

DataFest Tbilisi 2024-ის თარიღები ცნობილია და ბილეთების შეძენა 60%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ


გააზიარე სტატია

DataFest Tbilisi 2024-ის თარიღები უკვე ცნობილია: აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მონაცემთა ყველაზე დიდი ფესტივალი 19-21 სექტემბერს თბილისში ჩატარდება და ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.

ფესტივალი ყოველწლიურად მასპინძლობს იმ ადამიანებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია მონაცემებთან – დიზაინერებს,  დეველოპერებს, მარკეტერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, დიზაინერებს, სტარტაპერებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და სახელმწიფო მართვის სპეციალისტებს.  ფესტივალმა 2017 წლიდან დღემდე 80-მდე ქვეყნიდან 5 ათასამდე მონაწილეს, 200-ზე მეტ ვორკშოფსა და სპიკერს უმასპინძლა, მათ შორის, ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Google, Meta, Amazon, Mercedes-Benz, Siemens, Canva, Wix, Amazon და სხვა. 

DataFest Tbilisi წელს კიდევ უფრო მასშტაბური ხდება. ორგანიზატორები ელიან  900-მდე სტუმარსა და სფეროს ათობით  წამყვან სპიკერს, რომლებიც მონაცემთა ინდუსტრიაში წამყვანი სპეციალისტები არიან. DataFest Tbilisi-ის დინამიკური პლატფორმა უმასპინძლებს ინსპირაციულ გამოსვლებს, სიღრმისეულ ვორკშოპებს, სტარტაპების ექსპოს, გამოფენებს, ინსტალაციებსა და ნეთვორქინგ სესიებს. ფესტივალის ორგანიზატორი  „ფორსეტი“ გეგმავს, რომ გასული წლების მსგავსად,  ფესტივალის სცენა გამოიყენოს მნიშვნელოვან პლატფორმად მწვავე გლობალურ თუ ლოკალურ პრობლემებზე სასაუბროდ.

DataFest Tbilisi 2024 9 თემატურ მიმართულებას დაფარავს:

  •   მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი
  •   მონაცემები, მარკეტინგი და რეკლამა
  •   მონაცემთა დიზაინი
  •   მონაცემები და არჩევნები
  •   მონაცემთა ჟურნალისტიკა
  •   მონაცემები, კლიმატის ცვლილებები და მდგრადი განვითარება
  •   მონაცემები ადამიანის უფლებებისა და თანასწორობისთვის
  •   მონაცემები სპორტსა და გართობის ინდუსტრიაში
  •   მონაცემებსა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სტარტაპები

DataFest Tbilisi 2023-ის ორგანიზატორია ForSet –  არასამთავრობო ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტოს, დიზაინის სტუდიისა და დეველოპერული კომპანიის უნიკალური ჰიბრიდი. ორგანიზაციის მიზანი მონაცემების, დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა.  

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.