fbpx

პირველ მაისს თბილისს ორი გრემის მფლობელი ავსტრიელი გრაფიკული დიზაინერი სტეფან ზაგმაისტერი ეწვევა


გააზიარე სტატია


პირველ მაისს, თბილისს ორი გრემის მფლობელი ავსტრიელი გრაფიკული დიზაინერი სტეფან ზაგმაისტერი ეწვევა ზაგმაისტერი თბილისს დიზაინის ფესტივალის ფარგლებში ესტუმრება, რომელიც  AD BLACK SEA-ს ინიციატივით იმართება.

კარიერის განმავლობაში ის მუშაობდა ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა – როლინგ სტოუნსის ალბომის ქავერი, HBO, გუგენჰაიმის მუზეუმი და სხვა.
სტეფან ზაგმაისტერი დიზაინის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, TED-ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მიწვეული სპიკერი, ბესტსელერის ავტორი და თანამედროვე დიზაინის სამყაროს ერთ-ერთი  საკულტო ფიგურაა.

ასევე, ზაგმაისტერის ექსპოზიცია “The Happy Show” ნახევარ  მილიონზე მეტ ვიზიტორს ითვლის და მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ  გრაფიკული დიზაინის შოუდ იქცა. დიზაინის ინსტიტუტის დახმარებით Tbilisi Design Festival-ზე მისი წიგნი – Now is Better გაიყიდება და ავტორის ხელმოწერის მოპოვებაც იქნება შესაძლებელი! 

საერთაშორისო ფესტივალი – Tbilisi Design Festival 2024 წლის პირველ მაისს ჩატარდება და მიზნად  AD BLACK SEA-ს შემოქმედებითი პლატფორმის ზრდასა და დიზაინის მიმართულების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ისახავს.

პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ლექცია-სემინარს, პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპს, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი დიზაინერები და ილუსტრატორები გაუძღვებიან.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრები გაეცნობიან ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს და საშუალება ექნებათ დაესწრონ მსოფლიოში სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებს.

თანამედროვე სამყაროში დიზაინი არა მხოლოდ შემოქმედებით ინდუსტრიაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება. ფესტივალის მთავარი მიზანია,  ხელი შეუწყოს საქართველოში დიზაინის ინდუსტრიის განვითარებას, მის გამრავალფეროვნებას და სფეროს საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიონალების გამოცდილების ახალი თაობისთვის გაზიარებას.

Tbilisi Design Festival-ის პარტნიორები არიან: TBC, EPOP, D Block, Stamba, Cellfie, Visa, Borjomi, Qarva, Pepsi, Lays, Elit Electronics, ACER, Maxx Power, Metropol, Dugladze Winery, Biletebi.ge, Multi Performer Agency, Windfor’s Workshops, Design Institute, Tbilisi School of Communications, Zeche, Free University, VA[A]DS.

მედია მხარდამჭერები: Formula TV, მარკეტერი, AT.ge. BMG, Forbes, Hammock.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.