fbpx

„იოვერდე“ – გამორჩეულად სანდო ხაზი მწვანე სივრცის მოყვარულთათვის


გააზიარე სტატია

 

რაც დრო გადის,  ადამიანებს ბუნებასთან სიახლოვის, მისი ენერგიით დამუხტვის სურვილი უფრო და უფრო უმძაფრდებათ. ისინი ცდილობენ, საკუთარი ინტერიერი მაქსიმალურად  დატვირთონ დეკორით, რომელიც იქნება მწვანე და ცოცხალი. ეს ყველაფერი განსაკუთრებულად სასიამოვნოა მაშინ, როდესაც მცენარეების მოვლა და მოწესრიგება იმაზე მარტივი ხდება, ვიდრე წარმოგვედგინა. სწორედ ამ მხრივ ლიდერობს  ქართულ ბაზარზე  კომპანია „იოვერდე“, რომელიც მომხმარებელს ბუნებრივ გამწვანებას სთავაზობს. მისი უნიკალურობა კი იმაშია, რომ მწვანე დეკორი არ საჭიროებს არც მორწყვას და არც მოვლას…

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by IOVerde (@ioverdenaturalplantart)

კომპანია ათ წელზე მეტია,  რაც არსებობს და მწვანე ვერტიკალურ კედლებს უწევს პოპულარიზაციას. მისი მთავარი მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს მაქსიმალური ინფორმაცია  მწვანე სივრცეების მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ. სულ მალე „იოვერდე“ თავის ერთგულ მომხმარებელსა და არამარტო მათ, თბილელის ქარვასლაში საკუთარ შოურუმში უმასპინძლებს. დღეს კი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „მაკდონალდსის“ ობიექტებს მარადმწვანე დეკორით ამწვანებს და ეკომეგობრული გარემოს  შექმნასა და პოპულარიზაციაში უწყობს ხელს. 

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, მარკეტოლოგი ნინო იოსელიანი ამბობს, ბოლო წლებში ეკომდგრადი მიმართულების პოპულარიზაცია ძალიან აქტუალურია. ამ მიმართულების განვითარებისთვის კი ის ჯერ კიდევ 2008 წლიდან იღვწოდა.  

“2008 წელს, როცა ჯერ კიდევ ბარსელონაში ვსწავლობდი, ერთ-ერთ გამოფენაზე ულამაზესი გამწვანებული კედელი ვნახე. დეკორმა მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება და ძალიან დამაინტერესა. ზოგადად, ძალიან პრობლემურია ინტერიერში დიდი მწვანე სივრცეების შექმნა, რომელიც არ გაფუჭდება და არ გახმება, ვინაიდან მცენარეს სარწყავი სისტემა და მზის სხივები სჭირდება. თუმცა, ის კედელი ისეთ ადგილას იყო, სადაც არც მზე ხვდებოდა და არც სარწყავი სისტემა იყო დამონტაჟებული. მაშინ მითხრეს, რომ საქმე სტაბილიზებულ მცენარეებთან მქონდა, რომელთაც მოვლა არ სჭირდებოდათ. ისინი სპეციალური ბიოლოგიური ხსნარით იყო  დამუშავებული.

მას შემდეგ ძალიან დავინტერესდი ამ მიმართულებით და დეტალურად შევისწავლე შესაბამისი ტექნოლოგია. მწვანე კომპოზიციების შექმნა ბარსელონაშივე დავიწყე, რამაც ძალიან გამიტაცა. ვხედავდი კიდეც, რომ შედეგი კარგი იყო და საკმაოდ ლამაზი გამოდიოდა”.

როგორც ნინო აღნიშნავს, სწორედ ვერტიკალური გამწვანებით გადმოგვაქვს  ის ბუნებრივი იერსახე და ვიზუალი  ინტერიერსა და ექსტერიერში, რითაც ისედაც გვასაჩუქრებს  დედაბუნება. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ მწვანე დეკორი  ნატურალურია – მზადდება ბუნებრივი მცენარეებისგან და  გამოირჩევა იმით, რომ მას არ სჭირდება მოვლა, მორწყვა და დაახლოებით ათი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ბუნებრივ იერსახეს. 

როგორც იოვერდეს თანადამფუძნებელი, პრ სპეციალისტი ანა ჩანგიანი აცხადებს, ეს თემატიკა ხშირად იწვევს ადამიანებში გაკვირვებას.

„კონკრეტული მცენარეები, რისგანაც ჩვენი მარადმწვანე დეკორი მზადდება, არის ბუნებრივი ხავსის ნაირსახეობა – ისინი ერთმანეთზე ლამაზი და მრავალფეროვანია. ამ ყველაფრით  გვასაჩუქრებს  ბუნება, შემდეგ ხდება მათი თერმულად დამუშავება და ბუნებრივი ექსტრაქტების საშუალებით მცენარეები მრავალი წელი ინარჩუნებენ პირვანდელ იერსახეს. მათ არ უხუნდებათ ფერი,   არ სჭირდებათ დამატებით მოვლა და მორწყვა და ამასთან აქვთ ბევრი სხვა დადებითი მხარე .“

როგორც ანა ჩანგიანი აღნიშნავს, დღეს  ყველაზე დიდი გამოწვევა მათთვის ე.წ. პლასტმასის მცენარეების ბუნებრივით  ჩანაცვლება და მათი დახმარებით ინტერიერის დეკორირებაა.

ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ადამიანები მიიჩნევენ, რომ პლასტმასით  შესაძლებელია ბუნებრივი სივრცის შექმნა, რომელიც შესაძლოა  იმ მომენტში მომხმარებელს ბიუჯეტურად  ეჩვენება, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ პლასტმასის მასალისგან დამზადებული დეკორაცია არა მხოლოდ აუბრალოებს ინტერიერს, არამედ ზიანს აყენებს ბრენდის რეპუტაციას. ამასთან ერთად, ის საკმაოდ რთული მოსავლელია. ძირითადად, მსგავს დეკორებს კომპანიები ოფისებისა თუ სხვა სახის დაწესებულების გასაფორმებლად იყენებენ. ამიტომ  არის მნიშვნელოვანი  მწვანე,  მაგრამ ბუნებრივი  მცენარეებისა და დეკორის შესახებ  მეტი ინფორმაციის გავრცელება.

“იოვერდეს” დამფუძნებელი ნინო იოსელიანი მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებს შორის კომპანია „მაკდონალდსთან“ თანამშრომლობას გამოარჩევს:

აუცილებლად გვინდა გამოვყოთ „მაკდონალდსი“, რომელიც ზრუნავს  ეკომეგობრული  გარემოს განვითარებისთვის. სწორედ ახლა ვმუშაობთ მათ პროექტზე, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტულია. ეს  კომპანია გამოირჩევა იმით, რომ  ზრუნავს ეკომეგობრული გარემოს განვითარებისთვის და მრავალი წელია,  ბევრ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს ამ მიმართულებით. მარადმწვანე დეკორით „მაკდონალდსის“ ობიექტების გამწვანება   2023 წლის დეკემბერში დავიწყეთ.  ამ  პროექტის ფარგლებში ვმუშაობთ კონკრეტული ობიექტების ტერასებისა და დრაივების გამწვანებაზე. რამდენიმე თვის წინ დავასრულეთ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ობიექტის ტერასების გამწვანება.  სრულდება ქუთაისში  მდებარე რესტორნის, დრაივის მწვანე დეკორის სამუშაოები. პარალელურად მიმდინარეობს საბურთალოს რაიონში არსებული „მაკდონალდსის“ დრაივის გამწვანების დეტალების შეთანხმება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ეს თანამშრომლობა. გვახარებს და ვაფასებთ, მაკდონალდის მენეჯმენტის პრიორიტეტულ ხედვას – ეკომწვანე სივრცეების პოპულარიზაციას და იმედს ვიტოვებთ, რომ სხვა კომპანიებისთვის ეს იქნება სამაგალითო.“ – აღნიშნავს ნინო იოსელიანი.

 „იოვერდე“ მუდმივად  სთავაზობს მწვანე სივრცეების მოყვარულთ სიახლეებს როგორც ვერტიკალური კედლების, ასევე დეკორის შესახებ. კომპანია ორიენტირებულია იმაზე, რომ მათი მომსახურება მომხმარებლისთვის იყოს მაქსიმალურად კომფორტული. დამფუძნებლები თავად არიან ჩართული ყველა პროცესში, თავად სტუმრობენ ობიექტებს, აწარმოებენ აზომვით სამუშაოებს, სივრცეს ურჩევენ შესაბამის ეფექტურ დეკორს, შემდგომ კი  სამუშაო პროცესი  უკვე სახელოსნოში გრძელდება. “იოვერდეში”  ყოველი  მომდევნო დამკვეთი მაინც პირველია. კომპანიის დამფუძნებლებმა იციან, რომ მწვანე კედლის სილამაზის საიდუმლო იმ ჯადოსნურ ჰარმონიაშია, რითაც  ბუნება გვასაჩუქრებს  და  რომელსაც დღითიდღე უფრო მეტად ვაფასებს ადამიანები. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.